ორაგული პომიდვრით
ორაგული პომიდვრითა და პარმეზანით – მადისაღმძვრელი სადილი :)
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. საცხობ ლანგარზე დააფინეთ ალუმინის ფოლგა და მოასხურეთ საცხობი სპრეი. ორაგულის ფილე ლანგარზე გადაიტანეთ, მოაყარეთ რეჰანი, დაადეთ თხლად დაჭრილი პომიდორი, მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში ყველის დადნობამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 20 წუთით. გემრიელად მიირთვით!