მსხალი მწიფე უნდა იყოს, თუმცა ძალიან რბილი არა. დაჭერით მსხალი (სურვილისამებრ გათალეთ), კურკები და შუაგული გადაყარეთ, დაჭრილი მსხალი კი ღრმა ქვაბში მოათავსეთ.
დაუმატეთ 1 ½ ლიტრი წყალი. აადუღეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთით.
მსხალი საწურზე გადაიტანეთ და წვენი თასზე გადაწურეთ. დატოვეთ საწურზე 15 წუთით.
400 მლ გადაწურული მსხლის წვენი ქვაბში მოათავსეთ. დაუმატეთ 1.5 კგ შაქარი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე 10 წუთით, ურიეთ შაქრის გადნობამდე და წვენის გასქელებამდე.
დაჭრილი მსხალი სიროფიან ქვაბში მოათავსეთ. წამოადუღეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3 საათით. გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ ქვაბშივე 3 საათით.
დაუმატეთ მიხაკი და ვანილი. მოურიეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთით. მსხალი მოწითალო ფერს მიიღებს. გადმოდგით გაზქურიდან და მთელი ღამით ქვაბში გააჩერეთ.
დილით დაბალ ცეცხლზე 30 წუთით ისევ წამოადუღეთ.
მზა მურაბა გასტერილებულ ქილებში ჩაასხით. შეინახეთ მაცივარში ან ბნელ და გრილ ადგილას.