გამომცხვარი ორაგული პარმეზანითა და მწვანილით
მარტივი რეცეპტი უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად. ვისაც თევზეული და ორაგული გიყვართ არ გამოტოვოთ ეს რეცეპტი :)
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი. ორაგულის ფილე (1 კგ.მდე) საცხობ ლანგარზე მოათავსეთ.
პატარა თასში აურიეთ ორცხობილას საფანელი, პარმეზანი, ნიორი და მწვანილი. მოასხურეთ გამდნარი კარაქი და შეაზავეთ ½ ჩ/კ მარილითა და ¼ ჩ/კ პილპილით. საფანელი კარაქში ხელით კარგად აურიეთ.
მიღებული ნაზავი ორაგულს მოაყარეთ. აცხვეთ 10–12 წუთით ორაგულის შეწვამდე და თავზე ნაზავის გადაბრაწვამდე. მიირთვით თბილი.