რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ალუბლის მურაბა

ალუბლის მურაბა ივნისში კეთდება – მწიფე ალუბლისა და შაქრისაგან. ინახება დიდხანს და გემრიელად :)
ალუბლის მურაბა ივნისში კეთდება – მწიფე ალუბლისა და შაქრისაგან. ინახება დიდხანს და გემრიელად :)

3:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
2   კგ. ალუბალი
2   კგ. შაქარი
200   მლ/ლ წყალი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

შაქარი დიდ ქვაბში ჩაყარეთ და დაუმატეთ 200 მლ წყალი.

2

ქვაბი მაღალ ტემპერატურაზე მოათავსეთ და ხშირად ურიეთ.

3

გარეცხეთ ალუბალი და მოაშორეთ ყუნწები. როდესაც შაქრისა და წყლისაგან სიროფს მიიღებთ, ალუბალი ქვაბში ჩაყარეთ.

4

ხარშეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე 2–2.5 საათით. დროდადრო მოურიეთ. ზედაპირზე მომდგარი ქაფი ხშირ–ხშირად მოაცილეთ.

5

როცა მურაბა მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან და ბოლომდე გააცივეთ. მურაბა შეგიძლიათ, ჰერმეტულ ქილებში 12 თვემდე ან უფრო მეტხანსაც შეინახოთ. მიირთვით, როგორც დესერტი. ასევე გამოიყენეთ ნამცხვრის მოსართავად და გასაგემრიელებლად. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მარიეტას მარტივი რეცეპტი ჟოლოს ჯემის მოსამზადებლად.
მარიეტას მარტივი რეცეპტი ჟოლოს ჯემის მოსამზადებლად.
ავტორი:
გემრიელი ხილისაგან გემრიელი ჯემის გაკეთებაა შესაძლებელი :)
გემრიელი ხილისაგან გემრიელი ჯემის გაკეთებაა შესაძლებელი :)
ავტორი:
კიდევ ერთი გემრიელი მურაბის რეცეპტი კულინარიაზე.
კიდევ ერთი გემრიელი მურაბის რეცეპტი კულინარიაზე.
ავტორი:
შავი ქლიავის ჯემი განსაკუთრებით გემრიელია და განსაკუთრებით მიყვარს :)
შავი ქლიავის ჯემი განსაკუთრებით გემრიელია და განსაკუთრებით მიყვარს :)
ავტორი: