პური ზეთის ხილით და გამომშრალი პომიდვრით
პური ახალი არომატებით
თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი და დაუმატეთ ზეთი. დაელოდეთ 4-5 წთ. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ წყლის მასა. დაუმატეთ გამომშრალი პომიდორი და ზეთის ხილი. კარგად მოზილეთ.
დაასვენეთ 1 სთ.მოათავსეთ გამოსაცხობ ლანგარზე და გადაუსვით ზემოდან ზეთი.
გამოაცხვეთ 180° გრადუსზე 30-40 წთ. ისიამოვნეთ!