ავოკადოს ტოსტი
ჯანსაღი და ნოყიერი საუზმე
ავოკადო მოათავსეთ ჯამში და კარგად დაჭყლიტეთ. მოასხით ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ქვაბში აადუღეთ წყალი და კარგად მოურიეთ. ადუღებულ წყალში მოათავსეთ კვერცხი. მოურიეთ შეძლებისდაგვარად. 3 წუთი გააჩერეთ და ამოიღეთ.
პურზე წაუსვით ავოკადო. დაადეთ ზემოდან პორშირებული კვერცხი. მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.