რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

შოკოლადის ჭიქის ნამცხვრები

გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანს უგემრიელესი ჭიქის ნამცხვრით და მეორე ჭიქა თავად დააგემოვნეთ!
გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანს უგემრიელესი ჭიქის ნამცხვრით და მეორე ჭიქა თავად დააგემოვნეთ!

0:00:00
2 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

ეს შოკოლადის ჭიქის ნამცხვრები 45 წამში ცხვება! 2 ჭიქა უგემრიელესი დესერტის მომზადება ჯამში სულ 17 წუთს წაგართმევთ. მეტი არომატისთვის, გამოიყენეთ რეცეპტში მითითებული არასავალდებულო ინგრედიენტები ან შეარჩიეთ ისინი თქვენი გემოვნებისამებრ. თხლად დაჭერით ნუშიც და 1-2 წუთის განმავლობაში მოხალეთ უცხიმო ტაფაზე. 

რეცეპტის ინგრედიენტები
1   ცალი კვერცხი
14   ჭიქა შაქარი
მწიკვი მარილი
2   ს/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
30   გრამი დამდნარი კარაქი
1   ს/კ მცენარეული ზეთი
18   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1   ს/კ ქოქოსის ფანტელები*
1 12   ს/კ შოკოლადის ნატეხები*
2   ს/კ თხლად დაჭრილი მოხალული ნუში
3   ს/კ რძე
14   ჭიქა ფქვილი
14   ჩ/კ გამაფხვიერებელი
14   ჩ/კ შაქრის პუდრა
14   ჩ/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ჩატეხეთ ჯამში კვერცხი. ჩაუმატეთ შაქარი, მწიკვი მარილი, კაკაოს ფხვნილი, დამდნარი კარაქი, მცენარეული ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. გათქვიფეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ თხლად დაჭრილი მოხალული ნუში და რძე. სურვილისამებრ* ჩაუმატეთ ქოქოსის ფანტელები და გახეხილი შოკოლადი, ან სხვა მსგავსი ინგრედიენტ(ებ)ი. შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2

შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს. შემდეგ ჩაუმატეთ შოკოლადის მასას და შეურიეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე(ურიეთ მანამ, სანამ მშრალი ფქვილი ხილვადია, ნუ გადაამეტებთ).

3

გადაანაწილეთ თხევადი ცომი ორ ცალ ყავის ჭიქაში და მაგიდაზე მსუბუქად დააბრახუნეთ, რათა ჰაერის ბუშტუკები მოშორდეს. შედგით მიკროტალღოვან ღუმელში 45 წამით, მაქსიმალურ სიმძლავრეზე. ბოლო 10-15 წამის განმავლობაში ნამცხვრები მასაში მოიმატებს.

4

გააცივეთ 2-3 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ 1/4 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა, 1/4 ჩაის კოვზი დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი და გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ტვიქსი – ხრაშუნა ორცხობილა, კარამელი და შოკოლადი – საყვარელი ტკბილეულის მომზადება უკვე შინაც მარტივად შეგიძლიათ :)
ტვიქსი – ხრაშუნა ორცხობილა, კარამელი და შოკოლადი – საყვარელი ტკბილეულის მომზადება უკვე შინაც მარტივად შეგიძლიათ :)
ავტორი:
პრანჭია მარწყვების გაფორმება თქვენი ფანტაზიისთვის მოგვინდვია.
პრანჭია მარწყვების გაფორმება თქვენი ფანტაზიისთვის მოგვინდვია.
ავტორი:
შოკოლადის კრემ-დესერტი შოკმანჟე უგემრიელესი მუსია. მზადდება მარტივად და მარტივადვე იპყრობს ყველას გულს.
შოკოლადის კრემ-დესერტი შოკმანჟე უგემრიელესი მუსია. მზადდება მარტივად და მარტივადვე იპყრობს ყველას გულს.
ავტორი:
მარტივი რეცეპტი უგემრიელესი დესერტის, შოკ-მანჟეს მოსამზადებლად.
მარტივი რეცეპტი უგემრიელესი დესერტის, შოკ-მანჟეს მოსამზადებლად.
ავტორი: