რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ჟოლოს მუსი

უმშვენიერი და უგემრიელესი დესერტი :)
უმშვენიერი და უგემრიელესი დესერტი :)

2:00:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
2 12   ჭიქა გაყინული ჟოლო
12   ჭიქა შაქარი
2   ს/კ ლიმონის წვენი
1   ს/კ ჟელატინი (არომატის გარეშე)
3   ჭიქა სქელი ასათქვეფი ნაღები
6   ს/კ შაქრის პუდრა
100   გრამი „ლედის თითები“
340   გრამი ახალი ჟოლო
12   ცალი პიტნის ფოთოლი
1   ჭიქა თბილი წყალი
1   ს/კ ლიმონის წვენი
1   ს/კ შაქარი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

საშუალო ქვაბში მოათავსეთ 2.5 ჭიქა გაყინული ჟოლო და ½ ჭიქა შაქარი. ადუღეთ და დროდადრო მოურიეთ. უნდა მიიღოთ ჯემის მსგავსი მასა. გადმოდგით ცეცხლიდან. თასზე ზემოდან მოათავსეთ საწური და მიღებული მასა ზედ გადაიტანეთ. კოვზით კარგად დააწექით, რომ წვენი მთლიანად თასში ჩავიდეს. მიღებულ წვენს შეურიეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ს/კ ჟელატინი (არომატის გარეშე). გადაიტანეთ იმავე ქვაბში და დადგით საშუალო ტემპერატურაზე, ურიეთ ჟელატინის გახსნამდე და ნაზავის გაცხელებამდე (არ უნდა ადუღდეს). გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე (გადაიტანეთ სხვა თასში, რათა უფრო სწრაფად გაცივდეს). დიდი ხნით ნუ გააგრილებთ, რადგან გასქელდება.

2

„ლედის თითები“ 3 ნაწილად დაჭერით. გააკეთეთ სიროფი: პატარა თასში მოათავსეთ 1 ჭიქა თბილი წყალი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ს/კ შაქარი. თითოეული ნაჭერი სიროფში 2 წამით მოათავსეთ. შემდეგ „ლედის თითები“ 6 ცალი ჭიქის ძირში ერთ ფენად მოალაგეთ.

3

როცა ჟოლოს სიროფი გაგრილდება, დაიწყეთ კრემისა და მუსის გაკეთება. 3 ჭიქა ნაღები 6 ს/კ შაქრის პუდრასთან ერთად თასში მიქსერით მაღალ ტემპერატურაზე ათქვიფეთ, ფაფუკი მასის მიღებამდე. 1.5 ჭიქა ათქვეფილი ნაღები საკონდიტრო კრემის ტომარაში გადაიტანეთ(ვარსკვლავის ფორმის თავით). გამოყენებამდე მაცივარში შედგით.

4

დარჩენილ გათქვეფილ ნაღებში ნელ–ნელა ჩაასხით გადანახული ჟოლოს სიროფი(ოთახის ტემპერატურის) და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მუსი ჩაასხით სხვა საკონდიტრო კრემის ტომარაში და მოასხით 6–ვე ჭიქაში მოთავსებულ „ლედის თითებს“. გადაინახეთ 6 ცალი ყველაზე დიდი და ლამაზი ჟოლო. დანარჩენი ჟოლო კი მუსის ზემოდან ჭიქებში ერთ ფენად მოალაგეთ. ჟოლოებს ისევ მუსი მოასხით. ბოლოს კი, მორთეთ გადანახული გათქვეფილი ნაღებით. გააფორმეთ ჟოლოთი და პიტნის ფოთლებით. მირთმევამდე შედგით მაცივარში 1 საათით. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
უგემრიელესი მარწყვის მუსის მომზადების წესი.
უგემრიელესი მარწყვის მუსის მომზადების წესი.
ავტორი:
მარტივი და უგემრიელესი შოკოლადის მუსის რეცეპტი – შოკოლადის მოყვარულებს :)
მარტივი და უგემრიელესი შოკოლადის მუსის რეცეპტი – შოკოლადის მოყვარულებს :)
ავტორი:
ეს მუსი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ მოკლე დროში, სულ რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ მშვენიერი მუსის მომზადება.
ეს მუსი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ მოკლე დროში, სულ რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ მშვენიერი მუსის მომზადება.
ავტორი: