რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
როგორ დავჭრათ ხახვი უცრემლოდ
ავტორი: tamta

რატომ მოგვდის ცრემლები ხახვის დაჭრისას?

სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მომზადება, ალბათ, ხახვის გარეშე წარმოუდგენელია. დიასახლიებს, შესაძლოა, ხახვთან ყოველდღიური შეხებაც კი ჰქონდეთ. ის კერძებს ნამდვილად აგემრიელებს, თუმცა, მისი დაჭრა უცრემლოდ არც თუ ისე ადვილია. და მაინც, რატომ „ვტირით“ ხახვის დაჭრისას? ხახვი შეიცავს ბუნებრივ ამინომჟავებს – სულფოქსიდებს. დაჭრისას მისი უჯრედები ზიანდება, რაც იწვევს სულფოქსიდების ჰაერში გავრცელებას. ეს საკმაოდ მძაფრი ნივთიერება თვალში მოხვედრისას მის ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, ცრემლდენა კი ორგანიზმის დამცავი რეაქციაა, რომ ნივთიერება თვალების ზედაპირიდან „ჩამორეცხოს“.

 

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, თუ როგორ დაჭრათ ხახვი უცრემლოდ და ასევე იმ გზებსაც, რომლის შესახებაც შესაძლოა გსმენიათ, თუმცა მათი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ დროის კარგვაა.

 

1
ნაწილი
რჩევა 1: გაყინეთ ხახვი

სიცივე თვალისათვის გამაღიზიანებელი ნივთიერებების წარმოქმნას ხელს უშლის. ამიტომ, გაფრცქვენით ხახვი და დაჭრამდე საყინულეში მოათავსეთ. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ, დაჭრას შეუდგეთ. თითებზე ცოტათი შეგცივდებათ, სამაგიეროდ ცრემლდენას თავიდან აიცილებთ.

 

შედეგი: ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს.

2
ნაწილი
რჩევა 2 : ხახვი დაჭრამდე ცივ წყალში მოათავსეთ

ცივი წყალი ხახვსაც აცივებს და საზიანო ნივთიერებების წარმოქმნასაც უშლის ხელს. თუმცა, ეს ისეთივე ეფექტური არ არის, როგორც ხახვის გაყინვის მეთოდი. გარდა ამისა, შესაძლოა, სველ ხახვზე დანამ ისრიალოს, რის გამოც მოგიწევთ შედარებით ნელა დაჭრათ. ამასობაში კი გათბება კიდეც.

 

შედეგი: ეს საუკეთესო მეთოდი არ არის, თუმცა სულ არაფერს ნამდვილად სჯობს.

3
ნაწილი
რჩევა 3 : გამოიყენეთ ძალიან ბასრი დანა

ძალიან ბასრი დანა, თეორიულად, ნაკლებად აზიანებს ხახვის უჯრედებს. შედეგად კი მავნე ნივთიერებების გავრცელება ნელდება. ეფექტურობით ხახვის გაყინვას ეს მეთოდიც ჩამოუვარდება.

 

შედეგი: თუ ხახვის სწრაფად დაჭრა არ შეგიძლიათ, სჯობს, ისევ პირველ რჩევას დაუბრუნდეთ.

4
ნაწილი
რჩევა 4: ხახვის დაჭრისას პირში პურის ლუკმა ჩაიდეთ

დიახ, ეს მართლაც სასაცილოდ ჟღერს. თუმცა, ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს. პურის ნასვრეტებიანი ტექსტურა (პურის ლუკმა წინა კბილებითა და ტუჩებით უნდა დაიჭიროთ, პირი ოდნავ ღია იქნება) ამ საზიანო ნივთიერებას იწოვს და ის ცხვირამდე და თვალებამდე ვეღარ აღწევს. თანაც ვის არ უყვარს საჭმლის მომზადებისას ცოტათი წახემსება?

 

ედეგი: ეს სახალისო მეთოდი ამართლებს.

 

ახლა კი გთავაზობთ იმ მეთოდებს, რომლის ეფექტურობაზეც შეიძლება გსმენიათ კიდეც, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ დროის კარგვაა.

5
ნაწილი
მითი 1:  ხახვი მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ

მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებული ხახვი ოდნავ რბილდება, შედეგად კი უფრო ძნელი დასაჭრელი ხდება. ძნელად დასაჭრელი ხახვი, თავის მხრივ,  უჯრედების მეტად დაზიანების ტოლფასია, რაც უფრო მეტად იწვევს თვალების გაღიზიანებას და უფრო მეტ ცრემლდენას.

 

შედეგი: ეს მეთოდი არც კი სცადოთ.

6
ნაწილი
მითი 2: გაიკეთეთ  სათვალე

თუკი შინ დამცავი სათვალე მოგეპოვებათ, გაიკეთეთ. ის ნაწილობრივ აგარიდებთ ცრემლდენას. მაგრამ, თუკი ასეთი სათვალე არ გაქვთ, ხახვის დაჭრისას მზის სათვალის გაკეთება არც თუ ისე კარგი აზრია. მზის სათვალით სამზარეულოში ფუსფუსი არა მარტო სასაცილოა, არამედ უშედეგოც. დამცავი სათვალისაგან განსხვავებით, ის თვალის გარჩემო მჭიდროდ არ არის მიკრული და მავნე ნივთიერებები თვალამდე მაინც აღწევს. აგრეთვე, სუნთქვისას ეს ნივთიერებები ცხვირის ღრუშიც ხვდება და მასაც აღიზიანებს.

 

შედეგი: მზის სათვალე ნამდვილად ვერ დაგიცავთ ცრემლდენისაგან. თუმცა, თუ სპეციალური დამცავი სათვალე გაქვთ, მჭიდროდ მოირგეთ და შედარებით უკეთეს შედეგს მიიღებთ (მაგრამ აქვს კი ვინმეს ასეთი სათვალე?).

7
ნაწილი
მითი 3: ხახვი გაჭრილი მხრით დაფისკენ მოათავსეთ

თუ ხახვი გაჭრილი მხრით დაფაზე იქნება დადებული, მაშინ სახისაკენ ნაკლები ნივთიერება აქროლდება. თუმცა, შეუძლებელია ყველა გაჭრილი მხარე ერთდროულად დაფისაკენ მოათავსოთ. ეს თითქმის იგივეა, რაც ხახვის ჩვეულებრივ დაჭრა. ასე რომ, ცრემლებს ვერც ამ გზით ავიცილებთ.

 

შედეგი: არაეფექტურია, აზრიც კი არ აქვს.

 

კიდევ უამრავი ხრიკი არსებობს, რომელიც ხახვის უცრემლოდ დაჭრაში დაგეხმარებათ. მაგრამ ყველაზე ეფექტური ის მეთოდია, რომელიც გამაღიზიანებელი ნივთიერებების წარმოქმნას აფერხებს. მაგალითად, ყველაზე ეფექტურია გაყინვის მეთოდი, ან რაიმე დაბრკოლება, რაც ამ ნივთიერებებს ცხვირამდე და თვალებამდე  არ მიუშვებს – მაგალითად პირში პურის ლუკმის მოთავსება.

 

გაგვიმხილეთ თქვენი მეთოდები – როგორ ჭრით ხახვს უცრემლოდ?

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
კატეგორიები
მსგავსი რჩევები
იხილეთ მანგოს კუბიკებად დაჭრის მარტივი მეთოდი.
ფორთოხლის გაფცქვნის მარტივი მეთოდი.
როგორ გავტეხოთ ქოქოსი მარტივად.
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.