რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად
ავტორი: Tamar_Chelidze

ბევრი რამ მე თვითონაც რამდენიმე წლის წინ ვისწავლე და, მინდა გითხრათ, რომ ჩემი პასკის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა. სცადეთ, არ ინანებთ!

1
ნაწილი
საიდუმლო დეტალებშია

პასკის უამრავი რეცეპტი არსებობს. ყველა თავისი რეცეპტით აცხობს და ყველას თავისი მოსწონს. ბუნებრივია! ვერავის შეედავები რომელი რეცეპტია უკეთესი. ფაქტი ერთია: ყველა რეცეპტს ერთი პრინციპი აქვს.
არსებობს ისეთი დეტალები, რომლებსაც შეიძლება დამწყებმა კულინარებმა არ მიაქციონ თავიდან ყურადღება, თუმცა კი, გამოცდილი კულინარებისთვის ეს უკვე ისეთი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ხშირად მათზე ხსენებაც არ არის რეცეპტებში. ამიტომ შევეცადე გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება დამწყებებისთვის, თუმცა კი, ალბათ, არც გამოცდილი კულინარები ჩათვლიან ზოგიერთ დეტალს უინტერესოდ.

2
ნაწილი
ფორმები

ამჟამად იყიდება ქაღალდის ფორმები, რომლებიც არანაირ დამატებით მომზადებას აღარ საჭიროებს. იმას კი, ვისაც კონსერვის ქილები აქვს შემონახული, გამოსაცხობი ქაღალდი გამოადგება გვერდებზე ამოსაფენად. ამასთან, ეს ქაღალდი ფორმიდან 3-5 სმ სიმაღლეზე უნდა ამოდიოდეს. ვინაიდან კონსერვის ქილა თავად თხელი მეტალისაა, ამიტომ ძირი რომ არ დაიწვას, ცალკე მოვამზადებთ თხელ მუყაოს ან 4 ფენა ქაღალდს და შემდეგ გამოსაცხობ ქაღალდს.

3
ნაწილი
ქიშმიში

გავასუფთავოთ, გავრეცხოთ. დავაწდოთ და შემდეგ ტილოზე გავაშროთ.

4
ნაწილი
რძე

ის რაოდენობა რძე, რაც საფუარისთვის არის საჭირო, მხოლოდ უნდა შეთბეს, დანარჩენი კი, შეგვიძლია კარგად გავაცხელოთ.

5
ნაწილი
სანელებლები

წინასწარ დაფქულ სანელებლებს, დავასხამთ ცხელ, ქაფქაფა რძეს. დავახურავთ თავზე და დავაცდით არომატების უკეთ გამოსვლას.

6
ნაწილი
საფუარის გასინჯვა

საფუარი ხანდახან არ ამართლებს. ამიტომ, წინასწარ შეიძლება მისი ვარგისიანობის შემოწმება. გავხსნათ ცოტა (150 მლ) თბილ რძეში (არ ვითარ შემთხვევაში ცხელში). დავუმატოთ 1 ს.კ. შაქარი. მოვურიოთ და ცოტა ხანი დაველოდოთ. თუ კარგად ამოვა, მაშინ საფუარი კარგია და შეიძლება გამოვიყენოთ. თუ არა და ე.ი. არ ვარგა.

7
ნაწილი
მასალა გასაფორმებლად

კვერცხის გულს აუცილებლად უნდა დაემატოს ცოტა არაჟანი ან მაწონი ან ნაღები ან რძე. პასკას თავი უფრო უკეთ უწითლდება.

8
ნაწილი
ცომი

გაცილებით უკეთესი გამოდის, თუ პროპორცია კვერცხის გულებსა და ცილებს შორის არის დაახლოებით 3:1. ანუ, 10 გულზე 3 ცილა სავსებით საკმარისია.

9
ნაწილი
კვერცხი

გულებს აუცილებლად უნდა დაემატოს მარილი. მარილი კვერცხის გულს უფრო ინტენსიურ ფერს აძლევს და პასკაც შესაბამისად უფრო ყვითელი გამოდის. ყვითელი ფერი ასევე თავად კვერცხზეცაა დამოკიდებული: სოფლის კვერცხი უფრო ყვითელია.

10
ნაწილი
ფერისათვის

თუ ცოტა ზაფრანის ფოთლებს მდუღარეს დავასხვამთ 1 დღით ადრე ან 1 კვირით ადრე სპირტს ან კონიაკს და თავდახურულს სიბნელეში შევინახავთ, ესეც დამატებითი „სტიმულია“ ფერისათვის.

11
ნაწილი
ვამუშაოთ ხელები

ცომს ვზელთ იმდენ ხანს, სანამ ის არ დაიწყებს ხელიდან მოცილებას. ამას შეიძლება 1 საატამდე დასჭირდეს. ცომი მძიმეა და მისი ზელვა ძალიან შრომატევადი პროცესია! კარგია მამაკაცის დახმარება! ბოლოს, როცა ცომი ხელს აღარ ეკრობა, შეიძლება პატარა გუნდა მოვაწყვიტოთ და ორივე ხელით შევეცადოთ გავწელოთ ფურცელივით. თუ კარგად გაიწელება, ე.ი. ცომი მზადაა.

12
ნაწილი
შეცდომა

შეცდომაა, თუ ვინმე იფიქრებს, რომ მძიმე ცომის ამოსვლას, დიდი რაოდენობის საფუარი უშველის. ზედმეტი საფუარი ცომს აშრობს!

13
ნაწილი
ქიშმიში აღარ „ჩაიძირება“

ქიშმიშს ცომში დამატებამდე ჩავყრით პატარა ჯამში. დავუმატებთ 2-3 ს.კ. ფქვილს და კარგად ამოვსვრით მასში. ეს იმისთვის კეთდება, რომ ის კიდევ უფრო შეშრეს და კარგად მიეწებოს ცომს. ასე ქიშმიში აღარ „ჩაიძირება“ და მთელ სიმაღლეზე განაწილდება.

14
ნაწილი
არ გაავსოთ

კარგია, თუ უკვე წინასწარ იცით, თუ ცომის რა მასას იტევს თქვენი ფორმები. ისე, კი ფორმის მხოლოდ 1/3 უნდა შეავსოთ. ერთი კონსერვის ქილა იტევს დაახლოებით 350-400 გრ ცომს.

15
ნაწილი
რა შუაშია ხაჭაპური?

სანამ ცომს ფორმაში ჩადებთ, მანამდე ცომი ოდნავ ხაჭაპურივით შეაბრტყელეთ. გვერდები ასევე ხაჭაპურივით მოუკარით და ზედაპირით ჩადეთ ძირს, ისე, რომ გლუვი ზედაპირი ზემოტ მოექცეს. პასკის თავი აუცილებლად თანაბრად მრგვალი და ლამაზი გამოვა.

16
ნაწილი
ორჯერ გაზომე, ერთხელ მოაცხე

პასკის ზედაპირს მაშინ გადავუსვამთ კვერცხის გულს, როცა ცომი ზომაში 2-ჯერ მოიმატებს. ადრევე რომ გადავუსვათ, ცომის ამოსვლის პროცესში გარკვეული ადგილები ხელმეორედ გახდება წასასმელი.

17
ნაწილი
გავახუროთ წინასწარ

შევდგამთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 175-180 გრადუსზე. უმჯობესია ფორმები დავალაგოთ ცხაურზე და არა გამოსაცხობ ფირფიტაზე. ასე უფრო მეტი ფორმა ეტევა.

18
ნაწილი
ჰაერი უნდა ტრიალებდეს

ფორმები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. მათ შორის აუცილებლად ჰაერი უნდა ტრიალებდეს, რომ გვერდებიც კარგად გამოცხვეს.

19
ნაწილი
წყალი თავისით დაშრება

ღუმელში ძირზე უნდა დადოთ მოზრდილი ზომის თუჯის ტაფა, რომელიც ნახევარზე მეტად სავსე იქნება ცივი წყლით. წყალი დაიწყებს აორთქლებას და ცომი ამ პერიოდში კიდევ უფრო იმატებს ზომაში. თან პასკა სველი გამოდის. წყალი თავისით დაშრება. დაშრობის შემდეგ პასკა დაიწყებს შეწითლებას. როცა თავი მოუწითლდება, პასკა უკვე მზადაა. შეიძლება გრძელი ჩხირებით გასინჯვაც, მაგრამ საჭირო აღარც იქნება.

20
ნაწილი
თუ

თუ პასკას ღუმელში ქვემოდან წყლიან ტაფას შეუდგამთ, მის გამოცხობას დასჭირდება დაახლოებით:
კონსერვის ფორმებში (350-400 გრ) 1 სთ და 10 წთ
საშუალო ფორმაებში (550-600 გრ) 1 სთ და 20 წთ
დიდ ფორმებში (1000 -1100 გრ) 1 სთ და 30 წთ

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
კატეგორიები
მსგავსი რჩევები
ჯერ არასდროს შეგიღებავთ სააღდგომო კვერცხები? შეგიღებავთ და უკმაყოფილო დარჩენილხართ შედეგით?
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ბროწეულის გარჩევა იმაზე მარტივია ვიდრე თქვენ გგონიათ. გაეცანით ჩვენს პრაქტიკულ რჩევას.
გააკეთეთ ბადაგი შინ მარტივად და მოამზადეთ გემრიელი ტკბილეულები :)