რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ავტორი: Tekla_mi
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.

 


რა განსხვავებაა თეთრ და მუქ ქათამს შორის?

ქათამი არის ფრინველი, რომელიც თითქმის არასოდეს დაფრინავს. ეს არის მთავარი მიზეზი, რომელიც განსაზღვრავს ქათმის სხვადასხვა ნაწილის შეფერილობას. ხორცის მუქი ფერი გამოწვეულია ქათმის შესაბამის კუნთებში მრავალი სისხლძარღვის არსებობით. რაც უფრო ინტენსიურია დატვირთვა კონკრეტულ კუნთზე, მით მეტი სისხლით მარაგდება კუნთის ვენა და არტერია - შესაბამისად ხორცი მუქდება. ქათმის ფრთებზე დატვირთვა მინიმალურია და გულმკერდის კუნთები არ ასრულებენ რაიმე აქტიურ ან ინტენსიურ მუშაობას. ამიტომ ქათმის ფრთები თეთრი შეფერილობითა და ნაზი გემოთი გამოირჩევა. ქათმის ხორცის მახასიათებლებზე და უპირატესობებზე საუბრისას ასევე უნდა აღინიშნოს სხვადასხვა ფერის ხორცის შემადგენლობა, კალორიულობა და ჯანმრთელობაზე გავლენა.

ქათმის თეთრი ხორცის უპირატესობებია:

ქათმის თეთრ ხორცში მეტი სრულფასოვანი ცილაა და იგი დაბალკალორიულია, შესაბამისად თეთრი ხორცი საუკეთესო არჩევანია, როცა გსურთ წონაში დაკლება. თეთრი ხორცი რეკომენდებულია დიეტოლოგების მიერ თითქმის ყველა ბალანსირებულ და სწორი კვების სქემაში. გარდა ამისა, თეთრ ხორცს აქვს ყველაზე მეტი პროტეინი. ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იცავენ სპეციალურ დიეტას, როგორც წონის დასაკლებად, ასევე კუნთოვანი მასის გასაზრდელად. 

 

ქათმის მუქი ხორცის ძირითადი უპირატესობებია:

მუქი ხორცი შეიცავს კუნთოვან უჯრედებს და მდიდარია რკინით. ასე რომ, მუქი ხორცი რკინისა და მინერალების საუკეთესო წყაროა.

მუქი ხორცი მდიდარია თუთიით, სელენით, რიბოფლავინით, B6 და B12 ვიტამინებით. მუქი ხორცი ამცირებს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკს, აუცილებელია გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ქათმის მუქ ხორცს აქვს შესანიშნავი გემო და სასიამოვნო არომატი, რის გამოც იგი ასე პოპულარულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

 

გემოვნური თვისებები და ტექსტურა:

რაც შეეხება გემოვნურ თვისებებს, თეთრ ხორცს გემო უფრო ნაზი და ნაკლებად გამოკვეთილი აქვს, მაგრამ მოხარშული თეთრი ხორცი სასარგებლოა ყველა ასაკის ადამიანისთვის. მუქი ხორცი უფრო არომატული და წვნიანია, რადგან უფრო მეტ ცხიმს შეიცავს.

ორივე სახის ხორცი მდიდარია ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით, ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.





 

 

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი სტატიები
თარიღი: 01/15/2021
ავტორი: kobera1996
რამდენად მნიშვნელოვანია საუზმე თქვენი ორგანიზმისთვის?
თარიღი: 05/06/2017
ავტორი: tamta
როგორ ფიქრობთ, სწორად იკვებებით? სწორად კვება მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღებას გულისხმობს? გაეცანით დიეტოლოგთა რჩევებს, თუ როგორ ვიკვებოთ სწორად.
თარიღი: 12/05/2020
ავტორი: kobera1996
რა სარგებლობა მოაქვს ნუშს თქვენი ორგანიზმისთვის?
თარიღი: 12/18/2020
ავტორი: kobera1996
ხმელთაშუა ზღვის დიეტა აშშ – ს ახალი ამბებისა და მსოფლიო ანგარიშის საუკეთესო დიეტების ყოველწლიურ რეიტინგში წლიდან წლამდე ზედა დონეებს იკავებს.