რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მაცივარში შესანახი კიტრის მწნილი

ძველი, საოჯახო რეცეპტი მაცივარში შესანახი კიტრის მწნილისათვის, რომელსაც არ სჭირდება დაკონსერვება.
ძველი, საოჯახო რეცეპტი მაცივარში შესანახი კიტრის მწნილისათვის, რომელსაც არ სჭირდება დაკონსერვება.

0:30:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

გამოიყენეთ ლიტრიანი ქილები. ვაზის ფოთლები კიტრს შეფერილობას მისცემს. შაქარი კი ხრაშუნას გახდის.

რეცეპტის ინგრედიენტები
2  ლიტრი წყალი
3  ს/კ თეთრი ძმარი
1  ჭიქა მარილი
2  კგ. პატარა კიტრი
6  კბილი ნიორი
ახალი კამა
პილპილის მარცვლები
ვაზის ფოთლები
3  ჩ/კ შაქარი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კიტრი ქილებში ჩადებამდე გარეცხეთ.

2

გარეცხეთ და გაამზადეთ ერთ ლიტრიანი ქილები და თავსახურები.

3

წყალი და მარილი ქვაბში აურიეთ. გაამზადეთ მარილწყალი.

4

ჩადეთ 2 კბილი ნიორი, კამა, 4 ცალი პილპილის მარცვალი და 1 ცალი ვაზის ფოთოლი (სურვილისამებრ) თითოეულ ქილაში. დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ერთი ჩაის კოვზი შაქარი.

5

ჩაალაგეთ კიტრები ქილებში.

6

მარილწყალის ნაზავი ზემოდან მოასხით კიტრს თითოეულ ქილაში.

7

თავსახურები მჭიდროდ დააფარეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. 4-5 დღეში მწნილი მზად იქნება. დამწნილების შემდეგ ქილები შეინახეთ მაცივარში.

ერთ ლიტრიან ქილაზე უფრო მეტად პრაქტიკული იქნება მწნილის სამ ლიტრიან ქილაში შენახვა. ძალიან გემრიელი გამოდის შუშა კიტრით. შეგიძლიათ კიტრს ჩაუმატოთ მწარე წიწაკა, გემოვნებისამებრ. ამ ინგრედიენტებით გამოგივათ დაახლოებით სამი ერთლიტრიანი ქილა მწნილი.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მწვანე პამიდვრის სალათი ქილებში – ისეთი გემრიელია, რომ ნამდვილად ღირს მისი მომზადება!
მწვანე პამიდვრის სალათი ქილებში – ისეთი გემრიელია, რომ ნამდვილად ღირს მისი მომზადება!
ავტორი:
შეინახეთ წითელი პამიდვრები ზამთრისათვის და გააგემრიელეთ ზამთარი :)
შეინახეთ წითელი პამიდვრები ზამთრისათვის და გააგემრიელეთ ზამთარი :)
ავტორი:
მოიმარაგეთ სხვადასხვა ფერად–ფერადი ბოსტნეულის მწნილის ასორტი ზამთრისათვის :)
მოიმარაგეთ სხვადასხვა ფერად–ფერადი ბოსტნეულის მწნილის ასორტი ზამთრისათვის :)
ავტორი: