რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

მარტივი რეცეპტი გემრიელი და სასარგებლო ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის მოსამზადებლად.
მარტივი რეცეპტი გემრიელი და სასარგებლო ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის მოსამზადებლად.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1   თავი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო
3   ცალი ბულგარული წიწაკა
1   კონა სალათის ფურცლები
1   თავი საშუალო ხახვი
1   კონა ოხრახუში
ლიმონი
ზეითუნის ზეთი
პილპილი და მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ყვავილოვანი კომბოსტო პატარ-პატარა ნაჭრებად გავაცალკევოთ და გამზადებულ მდუღარე წყალში ჩავყაროთ. წამოვადუღოთ 2 წუთით. შემდეგ გადავწუროთ, სანამ კარგად არ დაიწურება.

2

ამასობაში დავჭრათ ჩვენი ლამაზი სხვადასხვა ფერის ბულგარულები. მე მაგალითად ვიყენებ წითელს, მწვანეს და ყვითელ ბულგარულს, თან სალათსაც ალამაზებს.

3

შემდეგ დავჭრათ ხახვი, მწვანილი, სალათის ფურცლები და მოვაყაროთ გაწურული, გამზადებული კომბოსტო. გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვასხუროთ დაახლოებით პატარა ან ნახევარი ლიმონის წვენი. მოვასხათ ზეითუნის ზეთი, თქვენ რამდენიც გნებავთ. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და სალათიც მზადაა. იმედია მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ფერადი, ლამაზი და რაც მთავარია გემრიელი კერძი, რომელიც არ მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას.
ფერადი, ლამაზი და რაც მთავარია გემრიელი კერძი, რომელიც არ მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას.
ავტორი:
ეს მარტივი რეცეპტი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ჯანსაღი და გემრიელი სალათის მომზადება გადაწყვიტა მცირე დროში.
ეს მარტივი რეცეპტი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ჯანსაღი და გემრიელი სალათის მომზადება გადაწყვიტა მცირე დროში.
ავტორი:
ღუმელში შემწვარი ბოსტნეული ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი საყვარელი ბოსტნეულით.
ღუმელში შემწვარი ბოსტნეული ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი საყვარელი ბოსტნეულით.
ავტორი:
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს უგემრიელესი სალათის მოსამზადებლად, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს უგემრიელესი სალათის მოსამზადებლად, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
ავტორი: