რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ხაჭოს პასკა

მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტკბილად შესახვედრად!
მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტკბილად შესახვედრად!

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

იმისათვის, რომ აღდგომას უგემრიელესი პასკით შევხვდეთ, ხაჭოს გაწურვა ხუთშაბათიდან უნდა დავიწყოთ. დიდ მარლაში ვკიდებთ მას გრილ ადგილას, შაბათის დილამდე. ხოლო თუ ხაჭო მშრალია, მაშინ ამდენი დრო არ დასჭირდება და პირდაპირ შეგეძლებათ პასკის მომზადება

რეცეპტის ინგრედიენტები
1 23   კგ. ხაჭო (გაწურული, სუფთა წონა)
300   გრამი შაქარი
200   გრამი კარაქი
250   გრამი არაჟანი
4   ცალი კვერცხი
100   გრამი ქიშმიში
6   პაკეტი ვანილის შაქარი
ცოტაოდენი მოხალული ნიგოზი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დაწურულ ხაჭოს ვსრისავთ მეტალის საცერში. ცალკე ვთქვიფავთ კვერცხს და შაქარს. მომზადებულ გოგლი მოგლს შევათქვიფავთ დარბილებულ კარაქს. შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებთ ხაჭოს და არაჟანს. ბოლოს ვუმატებთ ვანილს, წვრილად დაჭრილ ნიგოზს და ქიშმიშს.

2

ფორმებს ჩავაწყობთ ჯამებში ან ღრმა თეფშზე, ამოვაფენთ საკმარისი ზომის სველ 2-3-ფენა მარლას და შემდეგ ჩავასხამთ მასში მიღებულ მასას. მარლას გადმოვწევთ გვერდებიდან და „მოვუკრავთ“ თავს. მასა ოდნავ მეტი უნდა იყოს – თავის მოკვრისას სითხე ქვემოთ ჩადის და პასკა მოცულობაში მცირდება. ზემოდან დავადებთ ბრტყელ ქვას ან რაიმე სიმძიმეს, რომ სითხე გაუვიდეს. დროდადრო ამ სითხეს ვღვრით. ბოლოს, როცა ცოტა დარჩება, ქაღალდის ხელსახოცით ამოვაშრობთ.

3

თუ ფორმა არ გაქვთ, მაშინ იღებთ არაჟნის ან მაწვნის 500 ან 250 გრამიან პლასტიკის ქილებს, აჭრით ქვემოდან მხოლოდ ძირს და მიღებულ „ცილინდრს“ გამოიყენებთ ფორმად. ძირის მოჭრა იმისათვისაა აუცილებელი, რომ სითხე გარეთ გამოვიდეს. მირთმევის წინ გადახსნით ზემოდან მარლას, დაახურათვ თეფშს და ამოაბრუნებთ მასზე. შემდეგ მოხსნით ფორმას და მარლას.

გემრიელად მიირთვით! ნამდვილად უგემრიელესია!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ამ ცომით უგემრიელესი პასკა მზადდება. შეგიძლიათ გააკეთოთ ნიგვზიანი და პავიდლოიანი რულეტებიც.
ამ ცომით უგემრიელესი პასკა მზადდება. შეგიძლიათ გააკეთოთ ნიგვზიანი და პავიდლოიანი რულეტებიც.
ავტორი:
ამ რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ მასში არ შედის კარაქი, ის ნაღებით მზადდება.
ამ რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ მასში არ შედის კარაქი, ის ნაღებით მზადდება.
ავტორი:
მოიმარეგეთ პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები და შეუდექით პასკის ცხობას :)
მოიმარეგეთ პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები და შეუდექით პასკის ცხობას :)
ავტორი:
გთავაზობთ ძველ რეცეპტს გემრიელი, ტრადიციული პასკის მოსამზადებლად. შეხვდით დღესასწაულს მზად :)
გთავაზობთ ძველ რეცეპტს გემრიელი, ტრადიციული პასკის მოსამზადებლად. შეხვდით დღესასწაულს მზად :)
ავტორი: