რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

კლასიკური პასკა

გთავაზობთ ძველ რეცეპტს გემრიელი, ტრადიციული პასკის მოსამზადებლად. შეხვდით დღესასწაულს მზად :)
გთავაზობთ ძველ რეცეპტს გემრიელი, ტრადიციული პასკის მოსამზადებლად. შეხვდით დღესასწაულს მზად :)

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

ქიშმიშთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ცუკატი ან ჩირი. 

რეცეპტის ინგრედიენტები
500   მლ/ლ რძე
500   გრამი შაქარი
2   ს/კ არაჟანი
8   ცალი კვერცხი
500   გრამი კარაქი
250   გრამი ქიშმიში
1   ჩ/კ მარილი
2   კგ. ფქვილი
3   ს/კ მშრალი საფუარი
1   ს/კ დაფქული ჯავზი/მუსკატი
1   ს/კ დაფქული ილი(კარდამონი)
14   ს/კ დაფქული კოჭა
12   ჭიქა ზეთი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

აურიეთ ცოტაოდენი ფქვილი საფუართან ერთად, შეურიეთ თბილი რძე (რომელშიც 2 ჩ/კ შაქარი იქნება გახსნილი) და თანდათანობით შეათქვიფეთ ფქვილი ისე, რომ მიიღოთ დაახლოებით არაჟნის სისქის ცომი. დააფარეთ და გადადგით.

2

ათქვიფეთ კარაქი, მარილი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხები, არაჟანი და სანელებლები.

3

როცა ცომი ამოვა, შეურიეთ კარაქის ნაზავი და დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი.

4

ცომი თბილ ადგილას მოათავსეთ და დაელოდეთ აფუვდეს. როდესაც ამოვა, ხელები ზეთით დაისველეთ, ორჯერ ჩაზილეთ და დააცადეთ კვლავ ამოვიდეს.

5

როდესაც ის მესამეჯერ აფუვდება, დაუმატეთ ქიშმიში და გადაიტანეთ ფორმებში (ფორმებს შიგნიდან პერგამენტი უნდა შემოახვიოთ). ცომი ფორმების მხოლოდ 2/3 უნდა ფარავდეს. შემდეგ ცომი კვლავ თბილ ადგილას დადგით და დააცადეთ ფორმებშივე აფუვდეს. როცა ცომი ამოვა, გადაიტანეთ ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. გემრიელად მიირთვით!

თუ გინდათ, რომ ქიშმიში თანაბრად იყოს პასკაში განაწილებული, სანამ ცომს დაუმატებთ გარეცხეთ, გაამშრალეთ და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ამ ცომით უგემრიელესი პასკა მზადდება. შეგიძლიათ გააკეთოთ ნიგვზიანი და პავიდლოიანი რულეტებიც.
ამ ცომით უგემრიელესი პასკა მზადდება. შეგიძლიათ გააკეთოთ ნიგვზიანი და პავიდლოიანი რულეტებიც.
ავტორი:
ამ რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ მასში არ შედის კარაქი, ის ნაღებით მზადდება.
ამ რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ მასში არ შედის კარაქი, ის ნაღებით მზადდება.
ავტორი:
მოიმარეგეთ პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები და შეუდექით პასკის ცხობას :)
მოიმარეგეთ პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები და შეუდექით პასკის ცხობას :)
ავტორი:
მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტკბილად შესახვედრად!
მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტკბილად შესახვედრად!
ავტორი: