გაახურეთ ღუმელი 175° გრადუსზე.
ჯამში ჩაყარეთ 300 გრამი შაქარი და 120 გრამი კარაქი. კარგად დაამიქსერეთ. დაუმატეთ კვერცხი. პატარა ჯამში ჩაყარეთ კაკაო, 10 გრამი ვანილი, ზეთი და საკვები საღებავი. კარგად აურიეთ. აურიეთ ერთმანეთში კაკაოსა და კვერცხის მასა. დაუმატეთ მარილი, ძმარი, სოდა და ფქვილი. ბოლოს ჩაასხით კეფირი და კარგად აურიეთ.
გამოაცხვეთ 175° გრადუსზე 30-35 წთ.
ჯამში მოათავსეთ კრემ ყველი, 120 გრამი კარაქი, 5 გრამი ვანილი და შაქრის ფხვნილი. კარგად დაამიქსერეთ.
ბისვიტი გაჭერით შუაზე. ზედა ნაწილი თხლად მოაჭერით და დააქუცმაცეთ. წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაქუცმაცებული ბისკვიტი.