კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
გადაიტანეთ საშუალო ქვაბში, წყლით დაფარეთ და ¾ ს/კ მარილი დაუმატეთ.
აადუღეთ და ხარშეთ 15 წუთით კარტოფილის დარბილებამდე.
გადმოდგით გაზქურიდან, გადაწურეთ და 5 წუთით გააგრილეთ. ჩაზილეთ და დაუმატეთ 3 ს/კ გამდნარი კარაქი, შემდეგ კრემ–ყველი (ოთახის ტემპერატურის), წვრილად გახეხილი მოცარელა და კარგად ჩაზილეთ.
წინასწარ გამზადებული ცომი 4 ნაწილად დაყავით და თითოეული ფქვილმოყრილ ზედაპირზე 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. ჭიქით წრეები გამოჭერით და კოვზით კარტოფილისა და ყველის შიგთავსი გადაიტანეთ. ვარენიკები კარგად შეკარით.
დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ 1 ს/კ მარილი. მდუღარე წყალში ჩაყარეთ ვარენიკები და ხარშეთ წყლის ზედაპირზე ამოტივტივებამდე. რამდენჯერმე კარგად ამოურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. გემრიელად მიირთვით.