ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმის კიდევ ერთი უგემრიელესი ნაირსახეობა – ტოლმა ვაზის ფოთოლში. მოამზადეთ და დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრა :)
საქონლის ხორცი (სურვილისამებრ, შეურიეთ ღორის ხორცი) პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გაატარეთ აგრეთვე ხახვი, მწვანილები და ნიორი. გატარებული ინგრედიენტები თასში მოათავსეთ და მარილი, პილპილი და სუნელები დაუმატეთ. შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი. კარგად აურიეთ.
ვაზის ფოთოლი გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და მალევე ამოიღეთ წყლიდან, გაშალეთ და გააცივეთ.
ხორცის პატარ–პატარა გუნდები მზა ვაზის ფოთოლში გაახვიეთ. ქვაბის ძირში რამდენიმე ვაზის ფოთოლი ჩააფინეთ და ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ. დაასხით მარილიანი წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. როცა მოიხარშება, ამოიღეთ ლაგარზე და მოასხით მაწონი არ ანაჟანი. გემრიელად მიირთვით!