სინორი
სინორი ნოყიერი აჭარული კერძია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სინორის სპეციალური ფირფიტები ან ლავაში, ნადუღი და კარაქი.
აჭარაში სინორის მომზადების სხვადასხვა მეთოდი არსებობს: ზოგი მზა კერძს გახეხილ ყველს მოაყრის და ისე მიირთმევს, ზოგიც კი კერძს გამდნარ კარაქს ყველაზე ბოლოს უმატებს.
ბებოს ლავაში გადაახვიეთ და თანაბარი სიგრძის რულეტებად დაჭერით *(ან გამოიყენეთ სინორის მზა რულეტები). ღრმა ჭურჭელში ვერტიკალურად მჭირდოდ ჩააწყვეთ.
კარაქი ქვაბში გაადნეთ, დაუმატეთ ნადუღი, წყალი და მარილი გემოვნებით. წამოადუღეთ და დროდადრო მოურიეთ. სურვილისამებრ, დაუმატეთ 1–2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი.
მიღებული ნაზავი გამზადებულ ლავაშის რულეტებს მოასხით, თავსახური დააფარეთ და 5–10 წუთით გააჩერეთ რომ ჩალბეს. გემრიელად მიირთვით.