რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

საქონლის ხორცისა და წიწიბურას წვნიანი

წიწიბურასა და საქონლის ხორცის წვნიანი ყველასათვის სასარგებლოა განსაკუთრებით კი ბავშებისთვის!
წიწიბურასა და საქონლის ხორცის  წვნიანი ყველასათვის სასარგებლოა განსაკუთრებით კი ბავშებისთვის!

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
400   გრამი საქონლის ხორცი
2   ცალი ხმელი დაფნის ფოთოლი
6   ცალი შავი წიწაკის მარცვალი
1   ს/კ კარაქი ან ზეთი
1   თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
2   ღერი წვრილად დაჭრილი ნიახური
3   კბილი გატარებული ნიორი
2   ღერი ქონდარი
3   ცალი კარტოფილი
10   ჭიქა ქათმის ბულიონი
12   ჭიქა თეთრი ღვინო
1   ჭიქა წიწიბურა
2   ს/კ ოხრახუში მოსართავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მოათავსეთ უძვლო, პატარა კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცი ქვაბში და დასხით წყალი, საკმარისი იმისთვის, რომ ხორცი დაიფაროს, დაამატეთ დაფნის ფოთლები, მარილი და წიწაკის მარცვლები. მოთუშეთ ხორცი თავდახურული 1 საათის ან საათ ნახევრის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.

2

გაადნეთ დიდ ქვაბში კარაქი ან გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი, სტაფილო, ნიახური, ქონდარი და ნიორი, დაამატეთ მარილი, წიწაკა და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

3

შემდეგ დაამატეთ გათლილი და წვრილად დაჭრილი კარტოფილი, ქათმის ბულიონი და წიწიბურა (სურვილისამებრ დაამატეთ თეთრი ღვინოც*), მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. განაგრძეთ წვნიანის მომზადება კიდევ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი და წიწიბურა ბოლომდე არ მოიხარშება. ამოიღეთ დაფნის ფოთლები.

4

როდესაც საქონლის ხორცი კარგად დარბილდება, გადაწურეთ წვენი წმინდა საწურით ან მარლის ნაჭერით, ამოიღეთ დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები, ჩადეთ საქონლის ხორცი მომზადებულ წვნიანში, მოსართავად თავზე მოაყარეთ ახალი წვრილად დაჭრილი ოხრახუში და თქვენი წვნიანიც მზადაა. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
პელმენის მოყვარულებს ალბათ პელმენის ბულიონის მირთმევაც გესიამოვნებათ
პელმენის მოყვარულებს ალბათ პელმენის ბულიონის მირთმევაც გესიამოვნებათ
ავტორი:
სპაგეტისა და გუფთის წვნიანი – უგემრიელესი იტალიური სადილი.
სპაგეტისა და გუფთის წვნიანი – უგემრიელესი იტალიური სადილი.
ავტორი:
საქონლის ხორცის წვნიანი პომიდვრით, სანელებლებითა და ბევრი მწვანილით – სადილი მთელი ოჯახისათვის!
საქონლის ხორცის წვნიანი პომიდვრით, სანელებლებითა და ბევრი მწვანილით – სადილი მთელი ოჯახისათვის!
ავტორი:
მიყევით რეცეპტს ფეხდაფეხ და მოამზადეთ უგემრიელესი წვნიანი!
მიყევით რეცეპტს ფეხდაფეხ და მოამზადეთ უგემრიელესი წვნიანი!
ავტორი: