რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ოსტრი

ცხარე, სუნელებით შეზავებული ოსტრი ქართულ კულინარიაში პოპულარული კერძია.
ცხარე, სუნელებით შეზავებული ოსტრი ქართულ კულინარიაში პოპულარული კერძია.

2:20:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
800   გრამი მჭლე საქონლის ხორცი
2   ცალი დაფნის ფოთოლი
100   გრამი კარაქი
3   თავი ხახვი
4   ცალი პამიდორი
2   კბილი ნიორი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ს/კ პამიდვრის პიურე/ტომატ-პასტა
1   ს/კ წითელი ცხარე წიწაკა
15   გრამი ოხრახუში
მარილი გემოვნებით
200   გრამი მჟავე კიტრი (სურვილისამებრ)
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დაჭერით ხორცი საშუალო ზომის კუბიკებად და მოათავსეთ ქვაბში. ჩაუმატეთ დაფნის ფოთლები და დაასხით 200 მილილიტრი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე 2 საათით. დროგამოშვებით ურიეთ. მომზადებული ხორცი ძალიან რბილი უნდა იყოს. გადაწურეთ ნახარში წყალი და გადაინახეთ.

2

ხორცს ქვაბში 100 გრამი კარაქი ჩაუმატეთ და გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი. თხლად დაჭერით ხახვის მოზრდილი თავები და ჩაუმატეთ. შეურიეთ ეს ყველაფერი და დადგით დაბალ ცეცხლზე 7-8 წუთით. ხშირ-ხშირად ურიეთ. ხახვმა ფერი უნდა იცვალოს.

3

შემდეგ დაჭერით 4 ცალი დიდი, კანგაცლილი პამიდორი და ჩაუმატეთ. მაშინთვე მოურიეთ და განაგრძეთ შუშვა მინიმალურ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში.

4

ბოლოს თხლად დაჭერით ნიორი და ჩაუმატეთ ხორცს ხმელ ქინძთან და ტომატ-პასტასთან ერთად. მოურიეთ და ჩაამატეთ წითელი ცხარე წიწაკა. ჩაუმატეთ მარილიც, თუ ამას თქვენი გემოვნება მოითხოვს. მოურიეთ და ჩაუმატეთ გადანახული ბულიონი. ისევ მოურიეთ და განაგრძეთ დაბალ ცეცხლზე მზადება 5 წუთით.

5

საბოლოოდ წვრილად დაჭერით ოხრახუში, ჩაუმატეთ და მოურიეთ. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით და კერძი მზადაა. სურვილისამებრ ჩაუმატეთ დაჭრილი მჟავე კიტრიც და გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
წარმოგიდგენთ წიწაკისა და ხახვის სამარხვო საცივის რეცეპტს თქვენი ქართული სადღესასწაულო სუფრისთვის!
წარმოგიდგენთ წიწაკისა და ხახვის სამარხვო საცივის რეცეპტს თქვენი ქართული სადღესასწაულო სუფრისთვის!
ავტორი:
ყველაზე მარტივი რეცეპტი გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად.
ყველაზე მარტივი რეცეპტი გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად.
ავტორი:
კულინარია გთავაზობთ უძველესი ქართული ტრადიციული კერძის, ჩახოხბილის რეცეპტს.
კულინარია გთავაზობთ უძველესი ქართული ტრადიციული კერძის, ჩახოხბილის რეცეპტს.
ავტორი:
ქათმის საცივი ქართული კულინარიის კიდევ ერთი მარგალიტია. დაამშვენეთ სადღესასწაულო სუფრა ქართულად!
ქათმის საცივი ქართული კულინარიის კიდევ ერთი მარგალიტია. დაამშვენეთ სადღესასწაულო სუფრა ქართულად!
ავტორი: