რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ნაყინის კლასიკური სენდვიჩები

არაფერი შეედრება ცხელ ზაფხულში ნაყინის ცივ და უგემრიელეს დესერტს.
არაფერი შეედრება ცხელ ზაფხულში ნაყინის ცივ და უგემრიელეს დესერტს.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
335   გრამი ფქვილი
75   გრამი მუქი კაკაო
285   გრამი უმარილო, დარბილებული კარაქი
200   გრამი გრანულირებული შაქარი
მწიკვი მარილი
2   ცალი კვერცხის გული
1   ს/კ ვანილის ექსტრაქტი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მიქსერით გათქვიფეთ კარაქი მარილი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კვერცხის გული და ვანილი. ნელ-ნელა ჩაამატეთ, ერთმანეთში არეული, ფქვილი და კაკაო. მოათავსეთ ცომი მაცივარში 20- 30 წუთის მანძილზე.

2

გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმაზე ( 25 სმ / 20 სმ-ზე) და დაჭერით პატარა მართკუთხედებად. სულ უნდა მიიღოთ 20 მართკუთხედი (5სმ / 10სმ – ზე)

3

გააცხელეთ ღუმელი 170 C – ზე.

4

მართკუთხედის ფორმის ცომები დაჩხვლიტეთ და აცხვეთ 16 -18 წუთის მანძილზე.

5

საშუალო ზომის ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ისე რომ გვერდები ამოეკეცოს. დარბილებული ნაყინი თნაბრად გადაანაწილეთ მასზე და შედგით მაცივარში გასაყინად.

6

გამომცხვარ და გაგრილებულ ორცხობილებზე მოათავსეთ ასევე მართკუთხედის ფორმაზე დაჭრილი ნაყინები და ზემოდან დაადეთ ისევ ორცხობილები.

7

თითოეული სენდვიჩი გაახვიეთ პოლიეთილენის ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში, მირთმევამდე.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ამ რეცეპტში თავს უგემრიელესეი ინგრედიენტები იყრიან, ამიტომ მის მომზადებას დიდი ენთუზიაზმი ახლავს თან.
ამ რეცეპტში თავს უგემრიელესეი ინგრედიენტები იყრიან, ამიტომ მის მომზადებას დიდი ენთუზიაზმი ახლავს თან.
ავტორი:
შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია. მოამზადეთ ის საკუთარ სახლში!
შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია. მოამზადეთ ის საკუთარ სახლში!
ავტორი:
ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი :)
ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი :)
ავტორი:
ეს მარტივი რეცეპტი ყველანაირ წარმოდგენას შეგიცვლით ნაყინის სენდვიჩებზე.
ეს მარტივი რეცეპტი ყველანაირ წარმოდგენას შეგიცვლით ნაყინის სენდვიჩებზე.
ავტორი: