რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მოშუშული კალაბაში ქათმის ფილესთან ერთად

კალაბაში ამ სადა კერძს ეგზოტიკურობას და განსაკუთრებულ გემოვნებას სძენს.
კალაბაში ამ სადა კერძს ეგზოტიკურობას და განსაკუთრებულ გემოვნებას სძენს.

1:00:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

 Calabash stir fry recipe step 1 photo   

 

ამ გემრიელი და მარტივი რეცეპტის მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა არ დაგეხარჯებათ. ქათმის ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ხორცის რბილი ნაჭრები. კალაბაში ამ კერძს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს. მისი შეძენა უკვე შესაძლებელია აგროჰაბში.

რეცეპტის ინგრედიენტები
400   გრამი კალაბაში
500   გრამი ქათმის ფილე
5   ს/კ ზეთი
4   კბილი ნიორი
2   ცალი მშრალი წიწაკა
1   თავი წითელი ხახვი
5   ღერი ქინძის ბოლოები
1   ს/კ სოიოს სოუსი
1   ს/კ სეზამის ზეთი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კალაბაში გავრეცხოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

2

გავამზადოთ ბოსტნეული. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა - ქინძის ბოლოები, მშრალი წიწაკა და ნიორი კი მსხვილად.

3

გავამზადოთ წინასწარ მოხარშული ქათმის ფილე და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

4

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი, შემოვდგათ ქურაზე და გავაცხელოთ. ზეთი რომ დუღილს დაიწყებს ჩავუმატოთ წიწაკა, ქინძი და ნიორი, ვშუშოთ მანამ სანამ ნიორი მოოქროსფრო/მოყავისფრო ფერს არ მიიღებს. შემდეგ ჩავუმატოთ დაჭრილი კალაბაში, კარგად ამოვურიოთ და გავაჩეროთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.

5

ბოლოს ტაფაში ჩავამატოთ ქათმის ფილე, მოვასხათ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი და დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი წყალი. რამოდენიმეჯერ კარგად ამოვურიოთ. კერძი მზად არის, გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გემრიელი, კარამელიანი ქათმის ბარკლები, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.
გემრიელი, კარამელიანი ქათმის ბარკლები, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.
ავტორი:
ეს ის რეცეპტია მთელ ოჯახს ადვილად რომ შეაყვარებს თავს :)
ეს ის რეცეპტია მთელ ოჯახს ადვილად რომ შეაყვარებს თავს :)
ავტორი:
ეს მარტივი რეცეპტი ზედმეტი ინგრედიენტის გარეშე სრულყოფილი ქათმის კერძის მომზადებაში დაგეხმარებათ.
ეს მარტივი რეცეპტი ზედმეტი ინგრედიენტის გარეშე სრულყოფილი ქათმის კერძის მომზადებაში დაგეხმარებათ.
ავტორი:
მარიეტა ღუმელში ქათმის გემრიელად გამოცხობას გასწავლით. ეს საკმაოდ იოლი საქმეა.
მარიეტა ღუმელში ქათმის გემრიელად გამოცხობას გასწავლით. ეს საკმაოდ იოლი საქმეა.
ავტორი: