მარტივი პასტა სალათა
ამ მარტივი სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ფერადი მაკარონი და სალათის გემრიელი საკმაზი.
მაკარონი მოხარშეთ. გადაწურეთ და გაავლეთ ცივ წყალში. ბოლომდე გადაწურეთ და დიდ თასზე გადაიტანეთ.
შეურიეთ იტალიური სალათის საკმაზი, კუბიკებად დაჭრილი ჩედარი და დაჭრილი ბულგარული წიწაკა. დააფარეთ და მირთმევამდე შედგით მაცივარში. შეგიძლიათ, მომზადებისთანავე მიირთვათ, მაგრამ უმჯობესია თუ მირთმევამდე 1 – 2 საათით გააცივებთ.