რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

კარტოფილის სალათა

ყველაზე გემრიელი კარტოფილის სალათის უმარტივესი კულინარიული რეცეპტი :) სცადეთ და ისიამოვნეთ.
ყველაზე გემრიელი კარტოფილის სალათის უმარტივესი კულინარიული რეცეპტი :) სცადეთ და ისიამოვნეთ.

0:00:00
10 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
900   გრამი წითელი კარტოფილი
6   ცალი კვერცხი
450   გრამი ბეკონი
1   თავი დიდი ხახვი
რამდენიმე ღერი ნიახური
2   ჭიქა (475მლ) მაიონეზი
მარილი და პილპილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კარგად გარეცხეთ ახალი, წითელი კარტოფილები. გაჭერით თითოეული ორ ან ოთხ თანაბარ ნაწილად და ჩაყარეთ ქვაბში. ჩაასხით ცივი წყალი, ჩაყარეთ მარილი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ცოტათი არ დარბილდება. შემდეგ გადაწურეთ კარტოფილი და შედგით მაცივარში გასაცივებლად.

2

ამასობაში კი მოხარშეთ კვერცხი: ჩაალაგეთ 6-ვე დიდ ჯამში და დაფარეთ ცივი წყლით(სურვილისამებრ ჩაუმატეთ 1ჩ/კ სოდა); მიიყვანეთ დუღილამდე და მაშინთვე გადმოდგით ცეცხლიდან. დააფარეთ ჯამს თავსახური და ამყოფეთ კვერცხები ცხელ წყალში 10-12 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაალაგეთ ისინი ცივ წყალში და დატოვეთ ცოტახნით.

3

წვრილად დაჭერით 1 დიდი თავი ხახვი და ნიახურის ღეროები. დიდ და ღრმა ტაფაზე დაალაგეთ ბეკონის ნაჭრები. შეწვით საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, სანამ არ შეყავისფერდება. შემდეგ დაწრიტეთ და დატეხეთ ან დაჭერით.

4

გაფცქვენით გაცივებული კვერცხები და დაჭერით კუბიკებად. გამოიღეთ მაცივრიდან გაცივებული კარტოფილი და ისიც დაჭერით(ნუ გააცლით კანს). მოათავსეთ კვერცხი და კარტოფილი დიდი ზომის თასში ბეკონთან, ხახვთან და ნიახურთან ერთად. მოასხით მაიონეზი. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცალეთ კარგად გაცივება კარტოფილის სალათას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ხრამუნა და გემრიელი! :) მადისაღმძვრელი სალათა, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება.
ხრამუნა და გემრიელი! :) მადისაღმძვრელი სალათა, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება.
ავტორი:
ყველაზე გემრიელი რეცეპტი კარტოფილის ყველაზე ჯანსაღად შესაწვავად!
ყველაზე გემრიელი რეცეპტი კარტოფილის ყველაზე ჯანსაღად შესაწვავად!
ავტორი:
ძალიან მარტივი სალათის რეცეპტი, რომლის მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ძალიან მარტივი სალათის რეცეპტი, რომლის მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ავტორი:
სწრაფი, მარტივი და მსუბუქი სალათის რეცეპტი.
სწრაფი, მარტივი და მსუბუქი სალათის რეცეპტი.
ავტორი: