რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ქათმისა და ყველის მაჭკატები

წვნიანი და არომატული მაჭკატები. თუ ქათმისაგან მარტივი კერძების მომზადება გიყვართ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
წვნიანი და არომატული მაჭკატები. თუ ქათმისაგან მარტივი კერძების მომზადება გიყვართ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

0:30:00
16 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
700   გრამი ქათმის ფილე
2   ცალი დიდი კვერცხი
13   ჭიქა მაიონეზი
13   ჭიქა ფქვილი
1 13   ჭიქა გახეხილი მოცარელა
1 12   ს/კ დაჭრილი კამა
12   ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
18   ჩ/კ პილპილი, ან გემოვნებით
13   ჭიქა მაიონეზი*
1   თავი დაკეპილი ნიორი*
12   ს/კ ლიმონის წვენი*
14   ჩ/კ მარილი*
18   ჩ/კ შავი პილპილი*
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ბასრი დანით ქათამი 7 მმ სისქის ნაწილებად დაჭერით და დიდ თასში მოათავსეთ.

2

თასში ხორცს დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი, 1/3 ჭიქა მაიონეზი, 1/3 ჭიქა ფქვილი, 1 1/3 ჭიქა გახეხილი მოცარელა, 1 ½ ს/კ კამა, ½ ჩ/კ მარილი, 1/8 ჩ/კ შავი პილპილი. ურიეთ კარგად შერევამდე, დააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში 2 საათით ან მთელი ღამით.

3

საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. როცა ზეთი გაცხელდება, ქათმის ნაზავი სუფრის კოვზით ამოიღეთ და ტაფაზე მოათავსეთ. ზედაპირზე კოვზით ოდნავ დააწექით, რომ მაჭკატი ცოტათი გაბრტყელდეს. წვით 3–4 წუთით პირველ მხარეს. შემდეგ გადმოაბრუნეთ და წვით 3 წუთით მეორე მხარეს, შებრაწვამდე. შეგიძლიათ, მაჭკატი ნახევრად გაჭრათ და შეამოწმოთ ქათამი შეიწვა თუ არა. თუ ხორცი შიგნით თეთრი ფერის იქნება, ის უკვე მზად არის, ხოლო თუ მეტისმეტად სწრაფად იბრაწება, დაუწიეთ ტემპარატურას.

4

აიოლის გასაკეთებლად* პატარა თასში 1/3 ჭიქა მაიონეზი*, 1 კბილი დაკეპილი ნიორი*, 1/2 ს/კ ლიმონის წვენი*, ¼ ჩ/კ მარილი*, 1/8 ჩ/კ შავი პილპილი* აურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მაჭკატები და საწებელი ერთად და გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გამომცხვარი ქათმის მკერდი და ბრინჯი ყველთან ერთად.
გამომცხვარი ქათმის მკერდი და ბრინჯი ყველთან ერთად.
ავტორი:
ამ რეცეპტით მომზადებული ქათმის კერძი მთელი ოჯახის საყვარელი სადილი გახდება.
ამ რეცეპტით მომზადებული ქათმის კერძი მთელი ოჯახის საყვარელი სადილი გახდება.
ავტორი:
გემრიელი, კარამელიანი ქათმის ბარკლები, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.
გემრიელი, კარამელიანი ქათმის ბარკლები, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.
ავტორი:
ეს ის რეცეპტია მთელ ოჯახს ადვილად რომ შეაყვარებს თავს :)
ეს ის რეცეპტია მთელ ოჯახს ადვილად რომ შეაყვარებს თავს :)
ავტორი: