რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ისპანახის ფხალი

ქართული კულინარიის უდავო მშვენება, სამარხვო და გემრიელი! აუცილებლად მოამზადეთ და შეაფასეთ.
ქართული კულინარიის უდავო მშვენება, სამარხვო და გემრიელი! აუცილებლად მოამზადეთ და შეაფასეთ.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1 12   კგ. ისპანახი
300   გრამი ნიგოზი
5   კბილი ნიორი
7   ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
1   ს/კ დაფქული წითელი წიწაკა
1   ჩ/კ დაფქული ყვითელი ყვავილი
1   ჩ/კ დაფქული უცხო სუნელი
2   თავი თეთრი ხახვი
50   გრამი ქორფა ქინძი
50   გრამი ქორფა ოხრახუში
ბროწეულის მარცვლები მოსართავად
1   ს/კ მარილი, ან გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მოაჭერით ისპანახს უხეში ძირები და კარგად გარეცხეთ. წყლით ნახევრამდე გაავსეთ დიდი ქვაბი, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ჩაყარეთ ისპანახი. დაპრესეთ ხის კოვზის გამოყენებით. ხარშეთ ფოთლები 5 წუთის განმავლობაში.

2

მოხარშული ისპანახი გადაწურეთ და აცალეთ გაცივება საწურში. შემდეგ ხელებში დააგორგოლავეთ და მოუჭირეთ, წყლის მაქსიმალურად გამოსადენად.

3

ნიორი და ნიგოზი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ ჩაუმატეთ წიწაკა, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი და ძმარი. შეურიეთ ხელით.

4

თხლად დაჭერით ხახვი, ქინძი, ოხრახუში და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას. შეურიეთ ხელით.

5

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მომზადებული ისპანახიც და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, შეურიეთ ხელით და დატოვეთ 2 საათით.

6

გააკეთეთ ბურთულები ისპანახის ფხალისგან, მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ბადრიჯნისაგან ბევრი გემრიელი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. იხილეთ ერთ-ერთი მათგანის რეცეპტი.
ბადრიჯნისაგან ბევრი გემრიელი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. იხილეთ ერთ-ერთი მათგანის რეცეპტი.
ავტორი:
კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი ბადრიჯნის მოსამზადებლად :)
კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი ბადრიჯნის მოსამზადებლად :)
ავტორი:
ქართული პოპულარული საოჯახო კერძი, რომელიც ზაფხულზე განსაკუთრებით გემრიელია.
ქართული პოპულარული საოჯახო კერძი, რომელიც ზაფხულზე განსაკუთრებით გემრიელია.
ავტორი: