რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

გოზინაყი

კულინარია დღეს ახალგაზრდა დიასახლისებს გოზინაყის მომზადების რეცეპტს გაანდობს. მოამზადეთ ტრადიციული საახალწლო ტკბილეული შინ :)
კულინარია დღეს ახალგაზრდა დიასახლისებს გოზინაყის მომზადების რეცეპტს გაანდობს. მოამზადეთ ტრადიციული საახალწლო ტკბილეული შინ :)

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1   კგ. ნიგოზი
700   გრამი თაფლი
60   გრამი შაქარი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

საღი თეთრი ნიგოზი ცხელ ტაფაზე მოათავსეთ და ღუმელში მოხალეთ. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას(ნიგოზი არ უნდა გაწითლდეს). როცა კანი მოცლას დაიწყებს, ღუმელიდან გამოიღეთ, გააგრილეთ და კანი ხელით გააცალეთ. დაჭერით წვრილად.

2

თაფლი თუჯის ჭურჭელში მოათავსეთ, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ხის კოვზით ურიეთ. ადუღეთ ათი წუთით, თაფლი აქაფდება. გადმოდგით რომ არ გადმოვიდეს. ისევ დადგით გაზქურაზე და კვლავ ათი წუთით ადუღეთ, შემდეგ ისევ გადმოდგით. ასე გაიმეორეთ მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და შიგ თაფლი ჩააწვეთეთ; თუ თაფლი გამაგრდა და თითებს შორის ცომივით აგორდა, ესეიგი მზადაა.

3

მაგიდაზე მოიმზადეთ დასველებული ფიცარი, წყალი მცირე ზომის ჭურჭელში და მოზრდილი კოვზი. თაფლში ჩაამატეთ შაქარი, ცოტა ხანს ურიეთ და დაუმატეთ გამზადებული ნიგოზი, არ შეწყვიტოთ მორევა. 5–10 წუთის შემდეგ მთელი მასა სველ ფიცარზე გადმოიტანეთ. კოვზით სწრაფად გააბრტყელეთ, დაახლოებით 7 მილიმეტრის სისქეზე და კარგად მოასწორეთ. ჯერ კიდევ თბილი გოზინაყი დიდი მჭრელი დანით ან ლამაზი საჭრელებით სასურველ ფორმებად დაჭერით. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

4

თეფშს დააფარეთ პერგამენტი და გოზინაყის ნაჭრები თითო ფენად დააწყვეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.

ტკბილ და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გლინტვეინი ზამთრის სუსხიან ღამეს გულის სიღრმემდე გაგათბობთ ყველას
გლინტვეინი ზამთრის სუსხიან ღამეს გულის სიღრმემდე გაგათბობთ ყველას
ავტორი:
ფხვიერი და გემრიელი ორცხობილები  უმარტივესი მოსამზადებელია. გაიფერადეთ ახალი წლის დღეები. მოამზადეთ სასურველი ტკბილეული მხოლოდ 20 წუთში.
ფხვიერი და გემრიელი ორცხობილები უმარტივესი მოსამზადებელია. გაიფერადეთ ახალი წლის დღეები. მოამზადეთ სასურველი ტკბილეული მხოლოდ 20 წუთში.
ავტორი:
ბერძნულ საახალწლო ნამცხვარ ვასილოპიტას შეუძლია მთელი წლის განმავლობაში მოგიტანოთ იღბალი :)
ბერძნულ საახალწლო ნამცხვარ ვასილოპიტას შეუძლია მთელი წლის განმავლობაში მოგიტანოთ იღბალი :)
ავტორი:
კიდევ ერთი საახალწლო რეცეპტი – გერმანულ საახალწლო ორცხობილებს მთელ მსოფლიოში ამზადებენ.
კიდევ ერთი საახალწლო რეცეპტი – გერმანულ საახალწლო ორცხობილებს მთელ მსოფლიოში ამზადებენ.
ავტორი: