რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

გემრიელი ხახვის რგოლები

გარედან ხრაშუნა და შიგნიდან რბილი ხახვის რგოლები გემრიელი წასახემსებელია.
გარედან ხრაშუნა და შიგნიდან რბილი ხახვის რგოლები გემრიელი წასახემსებელია.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

გარედან ხრაშუნა და შიგნიდან რბილი ხახვის რგოლები გემრიელი წასახემსებელია. ამ მარტივი რეცეპტით თქვენ მას სულ რაღაც 20 წუთში მოამზადებთ. ერთი-ორჯერ თითებიც შემოგეკბიჩებათ ისეთი გემრიელია :)
 

რეცეპტის ინგრედიენტები
1   თავი დიდი ხახვი
1 14   ჭიქა (155გ) ფქვილი
1   ჩ/კ საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1   ჩ/კ მარილი
1   ცალი კვერცხი
1   ჭიქა რძე, ან საჭიროებისამებრ
34   ჭიქა გამხმარი პურის ნამცეცები
მარილი გემოვნებისამებრ
950   მლ/ლ ზეთი შესაწვავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ჩაასხით 950 მლ. ზეთი(ან საჭიროებისამებრ) ღრმა ტაფაში და გააცხელეთ ის 185C(365F) გრადუსამდე(დაგჭირდებათ სითხის თერმომეტრი).

2

ამასობაში დაჭერით ხახვი 6მმ-ის სისქის ნაჭრებად და გააცალკევეთ რგოლები. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი(გამაფხვიერებელი) და მარილი. კარგად აგორგოლავეთ ხახვის რგოლები ფქვილის მასაში, რომ აიკრას, და დაალაგეთ ცალკე.

3

ჯამში დარჩენილ ფქვილს ჩაუმატეთ რძე და შეურიეთ ჩანგლით. შემდეგ ჩაატეხეთ კვერცხი და გათქვიფეთ. ამოავლეთ ფქვილიანი რგოლები ამ თხევად ცომში, დაალაგეთ ცხაურზე და გააჩერეთ მანამ, სანამ არ შეწყვეტს წვეთას.

4

პურის ფხვნილი დაყარეთ გაშლილ თეფშზე და აგორგოლავეთ მასში ხახვის რგოლები. შემდეგ დაბერტყეთ ხახვები, რომ ჩამოშორდეს, რაც კარგად ვერ მიიკრო.

5

შუშეთ ხახვის რგოლები ზეთში(ზეთი უნდა ფარავდეს მათ) 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და გემრიელად მიირთვით.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მოამზადეთ ბულგარული წიწაკა ამ რეცეპტით ოჯახური შეკრებისათვის - მხოლოდ 30 წუთში.
მოამზადეთ ბულგარული წიწაკა ამ რეცეპტით ოჯახური შეკრებისათვის - მხოლოდ 30 წუთში.
ავტორი:
ამ მარტივ რეცეპტში, ჩიფსების მომზადების განსხავებულ მეთოდს ისწავლით!
ამ მარტივ რეცეპტში, ჩიფსების მომზადების განსხავებულ მეთოდს ისწავლით!
ავტორი:
მოამზადეთ ტკბილი ხრამუნა ბატიბუტი და ჩაუჯექით საყვარელ ფილმს :)
მოამზადეთ ტკბილი ხრამუნა ბატიბუტი და ჩაუჯექით საყვარელ ფილმს :)
ავტორი:
ათქვეფილი კრემ–ყველი ბოსტნეულით – დღის გემრიელი დასაწყისი. სურვილისამებრ, დაუმატეთ 1 კბილი ნიორი.
ათქვეფილი კრემ–ყველი ბოსტნეულით – დღის გემრიელი დასაწყისი. სურვილისამებრ, დაუმატეთ 1 კბილი ნიორი.
ავტორი: