რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ბრაუნი ჭიქაში

ჭიქის ბრაუნს ძალიან უხდება თავზე ვანილის ნაყინი ან ათქვეფილი ნაღების კრემი.
ჭიქის ბრაუნს ძალიან უხდება თავზე ვანილის ნაყინი ან ათქვეფილი ნაღების კრემი.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
50   გრამი ფქვილი
70   გრამი შაქარი
2   ს/კ კაკაო
მწიკვი მარილი
მწიკვი დარიჩინი
60   მლ/ლ წყალი
2   ს/კ მცენარეული ზეთი
2   წვეთი ვანილის ექსტრაქტი
1   ცალი ნაყინის პატარა ბურთულა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კერამიკის სპეციალურ ცეცხლგამძლე ჭიქაში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი, ნატურალური და უშაქრო კაკაო, მარილი და დარიჩინი, მოურიეთ კარგად ჩანგლით ან კოვზით, რომ არ დარჩეს გაუხსნელი “კურკუშელები”.

2

ჭიქაში დაამატეთ ზეთი (გამორიცხეთ ზეითუნის ზეთი მძაფრი არომატის გამო), წყალი, ვანილი და ურიეთ კარგად, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას კოშტების გარეშე.

3

მოათავსეთ ბრაუნი მიკროტალღურ ღუმელში მაღალ სიმხურვალეზე 1-2 წუთით. შეგიძლიათ დრო არეგულიროთ თქვენებურად, თქვენი ღუმელის სიმძლავრის მიხედვით. თუკი არ იცით, რა სიმძლავრისაა ღუმელი, მაშინ დაიწყეთ 60 წამით და გაზარდეთ დროის ხანგრძლივობა, სანამ ბრაუნი არ მომზადდება. მზა ბრაუნი უნდა იყოს ნოტიო, და არა მშრალი.

4

გააჩერეთ ბრაუნები 1 წუთით, რომ გაგრილდეს, და სუფრასთან ვანილის ნაყინთან ერთად გაიტანეთ ან ზემოდან 1-2 ჩ/კ კარგად ათქვეფილი ნაღების კრემი მოასხით.

კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
იტალიური ორცხობილები ღვინით
საქონლის ხორცის კასეროლე
ქათამი ისპანახითა და ფეტათი
რესტორანი “პური და ღვინო“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
რესტორანი “პური და ღვინო“ ოდესღაც მხოლოდ იდეას წარმოადგენდა. კონცეფციის ასეთი სახით ჩამოსაყალიბებლად უამრავი საფეხურის გავლა გახდა საჭირო. ამ ეტაპების წარმატებით დაძლევას თან მოყვა რესტორნის წარმატებაც.
თარიღი: 02/03/2022
ავტორი: tomato
უნდა ვისაუზმოთ თუ არა დილით - რას ამბობენ მკვლევარები?
რამდენად მნიშვნელოვანია საუზმე თქვენი ორგანიზმისთვის?
თარიღი: 01/15/2021
ავტორი: kobera1996
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
მსგავსი რეცეპტები
უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც მომზადებისა და დაგემოვნების შემდეგ ყველას გაუზიარებთ!
უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც მომზადებისა და დაგემოვნების შემდეგ ყველას გაუზიარებთ!
ავტორი:
ბანანის ნამცხვარს ძალიან უხდება შოკოლადი, მაგრამ სიტყვა საქმის გარეშე არ დაიჯერება. გამოაცხვეთ და დარწმუნდით.
ბანანის ნამცხვარს ძალიან უხდება შოკოლადი, მაგრამ სიტყვა საქმის გარეშე არ დაიჯერება. გამოაცხვეთ და დარწმუნდით.
ავტორი:
მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი რბილი  ბრაუნის რეცეპტი.
მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი რბილი ბრაუნის რეცეპტი.
ავტორი:
ყველასათვის საყვარელი ეკლერი გემრიელი კრემითა და შოკოლადის მინანქრით შინ მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ :)
ყველასათვის საყვარელი ეკლერი გემრიელი კრემითა და შოკოლადის მინანქრით შინ მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ :)
ავტორი: