რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

შოკმანჟე

შოკოლადის კრემ-დესერტი შოკმანჟე უგემრიელესი მუსია. მზადდება მარტივად და მარტივადვე იპყრობს ყველას გულს.
შოკოლადის კრემ-დესერტი შოკმანჟე უგემრიელესი მუსია. მზადდება მარტივად და მარტივადვე იპყრობს ყველას გულს.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

შოკოლადის კრემ-დესერტი შოკმანჟე უგემრიელესი მუსია. მზადდება მარტივად და მარტივადვე იპყრობს ყველას გულს, ვინც მას დააგემოვნებს. სეზონის პირველი კულინარიული რეცეპტი, რომელიც გაგაგრილებთ. მოამზადეთ და მოემზადეთ დაუვიწყარი სიამოვნების მისაღებად!
 

რეცეპტის ინგრედიენტები
5   ცალი კვერცხი
100   გრამი შაქარი
100   გრამი კარაქი
100   გრამი შოკოლადი
3   ს/კ კონიაკი
3   ს/კ კაკაოს ფხვნილი
200   გრამი ნიგოზი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გაადნეთ შოკოლადი თასში კარაქთან ერთად და ჩაუმატეთ კონიაკი. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დუღილის მანიშნებელ პირველ ბუშტამდე. შემდეგ გადადგით გასაცივებლად.

2

გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან. საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კვერცხის ცილა 50 გრამ შაქართან, რომ მიიღოთ ბეზე. ამისათვის გამოიყენეთ მიქსერი, თქვეფა ჯერ დაიწყეთ საშუალო სიჩქარით და მერე გადართეთ სწრაფზე.

3

დიდი ზომის თასში კვერცხის გულები სწრაფი სიჩქარით გათქვიფეთ დარჩენილ 50 გრამ შაქართან 5 წუთის განმავლობაში. ჩაუმატეთ შოკოლადის მასა და განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ ფრთხილად ჩაუმატეთ ცილოვანი მასა და შეურიეთ. ბოლოს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, თხლად დაჭრილი ნიგოზი(სურვილისამებრ გადაინახეთ ცოტა გასაფორმებლად) და კარგად შეურიეთ.

4

შოკ-მანჟე გადაიტანეთ ჭიქებში და შედგით მაცივარში 2-3 საათით. მირთმევამდე მოაყარეთ ნიგოზი ან შოკოლადის ნატეხები.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გამორჩეულად გემრიელი შოკოლადის ღვეზელი ორეოს ორცხობილებით :)
გამორჩეულად გემრიელი შოკოლადის ღვეზელი ორეოს ორცხობილებით :)
ავტორი:
წარმოუდგენლად ადვილი, მაგრამ საოცრად მდიდრული და გემრიელი. ჩაიტკბარუნეთ პირი :)
წარმოუდგენლად ადვილი, მაგრამ საოცრად მდიდრული და გემრიელი. ჩაიტკბარუნეთ პირი :)
ავტორი:
ძალიან მარტივი და გემრიელი დესერტი, რომელიც ყოველ მხრივ საუკეთესოა.
ძალიან მარტივი და გემრიელი დესერტი, რომელიც ყოველ მხრივ საუკეთესოა.
ავტორი: