შემწვარი ბრინჯი ჩინურად
გემრიელად შეზავებული ბრინჯის კერძი, რომელიც ყოველდღე შეგიძლიათ, მიირთვათ.
გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ, სოიოს სოუსი დაამატოთ. ასევე, სურვილისამებრ, წვრილად დაჭრილი ღორის ან ქათმის ხორცი.
დადგით მოზრდილი ტაფა დაბალ ცეცხლზე და დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. შეწვით კვერცხი სწრაფი მეთოდით და დააქუცმაცეთ. ამოიღეთ ტაფიდან და დროებით გადადეთ.
დაასხით ტაფაზე კიდევ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაამატეთ ხახვი, სტაფილო და ბარდა. თუშეთ და თან ურიეთ 2 წუთის განმავლობაში.
გაალღვეთ ბულიონის კუბიკი 2 სუფრის კოვზ წყალში. დაასხით ტაფაზე და დაამატეთ ცივი ბრინჯი, ნივრის ფხვნილი, სოიოს სოუსი და ქუნჯუთის ზეთი. მსუბუქად მოურიეთ, რომ კარგად შეერიოს, და გააჩერეთ 3 წუთი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.
ბრინჯი მომზადებისას აუცილებლად ცივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, წებოვანი იქნება.