რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ნამცხვარი შუ

შუ კრემით – ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი ნამცხვარია. მორთეთ გამდნარი შოკოლადით ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
შუ კრემით – ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი ნამცხვარია. მორთეთ გამდნარი შოკოლადით ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
1:30:00
10 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1/2  ჭიქა შაქარი
5  ს/კ ფქვილი
მწიკვი მარილი
2  ჭიქა რძე
2  ცალი კვერცხის გული
1  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1/2  ჭიქა მარგარინი
1  ჭიქა წყალი
1  ჭიქა ფქვილი
4  ცალი კვერცხი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კრემის მომზადება: პატარა ქვაბში მოათავსეთ ½ ჭიქა შაქარი, 5 ს/კ ფქვილი და მწიკვი მარილი. თანდათანობით შეურიეთ რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე და თან მუდმივად ურიეთ. ადუღეთ 1 წუთით, შემდეგ ცხელი მასის მცირე ნაწილი ორ ცალ ათქვეფილ კვერცხის გულს მოასხით და აურიეთ. მიღებული მასა ქვაბში ჩააბრუნეთ, მოურიეთ და აადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ვანილი. დააფარეთ და გააგრილეთ მაცივარში.

2

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე.

3

ცომის გასაკეთებლად: საშუალო ქვაბში მოათავსეთ მარგარინი და წყალი და აადუღეთ. დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და მწიკვი მარილი. ურიეთ მუდმივად. გადმოდგით გაზქურიდან და სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები. თითოეული დამატების შემდეგ კარგად მოურიეთ. მიღებული მასა საკონდიტრო კრემის ტომარაში მოათავსეთ და საცხობ ლანგარზე სასურველი ფორმით გადაიტანეთ.

4

აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 200 C-მდე და აცხვეთ კიდევ 25 წუთით, ან გადაბრაწვამდე. ბოლომდე გააგრილეთ, გახლიჩეთ და კრემით ამოავსეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ნამცხვარი იდეალი მარიეტას რეცეპტით იოლი მოსამზადებელი და გემრიელია.
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ნამცხვარი იდეალი მარიეტას რეცეპტით იოლი მოსამზადებელი და გემრიელია.
ავტორი:
მარტივი რეცეპტი მარიეტასგან უგემრიელესი ვაშლის პეროგის მოსამზადებლად. შეაფასეთ.
მარტივი რეცეპტი მარიეტასგან უგემრიელესი ვაშლის პეროგის მოსამზადებლად. შეაფასეთ.
ავტორი:
დღეს ისეთი ნამცხვრის რეცეპტს გაგიმხელთ, რომლსაც ბევრი თქვენგანი ზეპირადაც დაიმახსოვრებს მომავალში.
დღეს ისეთი ნამცხვრის რეცეპტს გაგიმხელთ, რომლსაც ბევრი თქვენგანი ზეპირადაც დაიმახსოვრებს მომავალში.
ავტორი:
მოამზადეთ ვაშლის ნამცხვარი მარტივად. შეაფასეთ და თავადაც გამოაქვეყნეთ საკუთარი რეცეპტები!
მოამზადეთ ვაშლის ნამცხვარი მარტივად. შეაფასეთ და თავადაც გამოაქვეყნეთ საკუთარი რეცეპტები!
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი რბილი  ბრაუნის რეცეპტი.
მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი რბილი ბრაუნის რეცეპტი.
ავტორი:
ნამცხვარი, რომელიც უგემრიელესია ჩაისთან ერთად მისართმევად!
ნამცხვარი, რომელიც უგემრიელესია ჩაისთან ერთად მისართმევად!
ავტორი:
საუკეთესო ბანანის ნამცხვარი რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ :)
საუკეთესო ბანანის ნამცხვარი რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ :)
ავტორი:
უგემრიელესი ნამცხვარი ვიქტორია ბისკვიტის ორი ფენითა და ხილის ჯემით.
უგემრიელესი ნამცხვარი ვიქტორია ბისკვიტის ორი ფენითა და ხილის ჯემით.
ავტორი:
უგემრიელესი შოლოლადის ნამცხვარი, რომელიც ადვილად დაიმსახურებს თქვნს მოწონებას და დაგიმშვენებთ სუფრას.
უგემრიელესი შოლოლადის ნამცხვარი, რომელიც ადვილად დაიმსახურებს თქვნს მოწონებას და დაგიმშვენებთ სუფრას.
ავტორი: