რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ლობიანი

გამოაცხვეთ და არცერთ საოჯახო სუფრას არ მოაკლოთ ტრადიციული ქართული კულინარია.
გამოაცხვეთ და არცერთ საოჯახო სუფრას არ მოაკლოთ ტრადიციული ქართული კულინარია.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
500  გრამი ლობიო
300  გრამი შებოლილი ლორი
100  გრამი კარაქი
5  ცალი დაფნის ფოთოლი
2  კბილი ნიორი
მარილი (ლობიოსათვის)
1  კგ. ფქვილი
25  გრამი საფუარი
1/2  ჩ/კ მარილი
1  ცალი კვერცხი
400  მლ/ლ თბილი წყალი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მოათავსეთ ლობიოს მარცვლები წყალში და დატოვეთ მთელი ღამით(რამდენიმე საათით მაინც), რათა დარბილდეს. ხარშეთ ლობიო მეორე დღეს 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ჩაუმატეთ ლორი, დაფნის ფოთოლი, მარილი გემოვნებისამებრ და ნიორი სურვილისამებრ(არასავალდებულო ინგრედიენტი*). ისევ დაფარეთ წყლით, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ.

2

სანამ ლობიო იხარშება, მოამზადეთ ცომი: ჯამში ერთმანეთს შეურიეთ 800 გრამი ფქვილი, საფუარი და მარილი. ჩაატეხეთ კვერცხი, ჩაასხით 400 მილილიტრი თბილი წყალი და მოზილეთ ცომი. შეფუთეთ და დატოვეთ 1 საათით, სანამ არ აფუვდება.

3

გადაიტანეთ ლორში მოხარშული ლობიოს მარცვლები(მხოლოდ ლობიო) თასში, ჩაუმატეთ კარაქი და კარგად ჩაჭყლიტეთ.

4

ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე შეაზილეთ აფუებულ ცომს 100 გრამი ფქვილი და გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული ბურთულა 1 სანტიმეტრის სისქის წრის მისაღებად. თანაბრად გადაანაწილეთ თითოეულზე ლობიოს პიურე და პირი შეუკარით. ფრთხილად გააბრტყელეთ და გაუხვრიტეთ ცენტრი ან რამოდენიმეჯერ გადაუსვით დანის პირი დიაგონალურად, რათა ცომი ცხობისას არ ამოიბურცოს და გასკდეს.

5

აცხვეთ ტაფაზე(დაბალ ცეცხლზე), 8-8 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან. შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელშიც, საშუალო ტემპერატურაზე 15-18 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ ლობიანებს გადაუსვით დარჩენილი კარაქი და გემრიელად მიირთვით!

P.S.

აუცილებლად გვითხარით, თქვენ როგორ გიყვართ ლობიანის მომზადება!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მოამზადეთ სახლში აჭარული ლობიანი ამ რეცეპტით და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს.
მოამზადეთ სახლში აჭარული ლობიანი ამ რეცეპტით და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს.
ავტორი:
საოჯახო რეცეპტი იმერეთის რეგიონიდან ლობიოს ღვეზელების მოსამზადებლად.
საოჯახო რეცეპტი იმერეთის რეგიონიდან ლობიოს ღვეზელების მოსამზადებლად.
ავტორი: