რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მარწყვის ქაფქეიქები

ნატურალური და ცოცხალი ინგრედიენტების გამოიყენებით ჯანსაღ და ამასთან უგემრიელეს მარწყვის დესერტს მიიღებთ.
ნატურალური და ცოცხალი ინგრედიენტების გამოიყენებით ჯანსაღ და ამასთან უგემრიელეს მარწყვის დესერტს მიიღებთ.

0:00:00
12 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
8  ცალი დიდი, ახალი მარწყვი
2  ცალი კვერცხი
1  ჭიქა შაქარი
3/10  ჭიქა მცენარეული ზეთი
1/2  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1/2  ჩ/კ ლიმონის ცედრა
1 1/2  ჭიქა ფქვილი
2  ჩ/კ გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი)
1/4  ჩ/კ მარილი
3/4  ჭიქა დარბილებული კრემ-ყველი
2  ს/კ დარბილებული კარაქი
1/2  ჭიქა შაქრის პუდრა
1/2  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
3  ცალი დიდი მარწყვი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 165 C – მდე. მოაცხეთ ცხიმი ქაფქეიქების საცხობ ჭიქებს ან ჩააფინეთ მათში ერთჯერადი ქაღალდის ფორმები.

2

მოათავსეთ ბლენდერში 8 ცალი მარწყვი და თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული პიურე თესლის მოსაცილებლად გაატარეთ საწურში. დაახლოებით უნდა გამოვიდეს ¾ ჭიქა. დროებით გადადგით.

3

დიდ თასში კარგად შერევამდე თქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსქრაქტი, ლიმონის ცედრა და მარწყვის პიურე. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სურვილისამებრ* წითელი საკვები საღებავი ვარდისფერი შეფერილობისთვის. ცომი კოვზით გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ ფორმებში ისე, რომ ამოავსოთ ჭიქების 2/3.

4

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 23 წუთი, სანამ ქაფქეიქები არ ამოვა ან/და ცენტრში ჩასობილ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. მორთვამდე გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში.

5

თასში მიქსერით კარგად შერევამდე თქვიფეთ დარბილებული კრემ-ყველი და კარაქი. დაუმატეთ შაქრის პუდრა და ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსქრაქტი უკოშტო მასის მისაღებად. მორთეთ თითოეული ქეიქი დაახლოებით 2 კოვზი მიღებული კრემით და მორთეთ ახალი დიდი მარწყვის თხელი ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გამოაცხვეთ და დააგემოვნეთ! ასიამოვნეთ ყველას, ვინც გიყვართ და მათაც, ვისაც გინდათ, რომ უყვარდეთ ;)
გამოაცხვეთ და დააგემოვნეთ! ასიამოვნეთ ყველას, ვინც გიყვართ და მათაც, ვისაც გინდათ, რომ უყვარდეთ ;)
ავტორი:
მაფინები ხრამუნა ზედაპირით და წვნიანი ყურძნით. ჩაიტკბარუნეთ პირი :)
მაფინები ხრამუნა ზედაპირით და წვნიანი ყურძნით. ჩაიტკბარუნეთ პირი :)
ავტორი:
გემრიელი შვრიის მაფინები, რომლებიც მალე ცხვება. ისიამოვნეთ, ეს კულინარიაა.
გემრიელი შვრიის მაფინები, რომლებიც მალე ცხვება. ისიამოვნეთ, ეს კულინარიაა.
ავტორი:
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ბანანის მაფინების უმარტივეს რეცეპტს.
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ბანანის მაფინების უმარტივეს რეცეპტს.
ავტორი: