რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
10 იდეა თუ რა გავაკეთოთ პალეტით
ავტორი: tamta

ხის პალეტები შესაძლოა თქვენი სახლის განუყოფელ ნაწილად იქცეს, რადგან მისგან ბევრი ორიგინალური ავეჯისა და დეკორაციის გააკეთებაა შესაძლებელი.

1
ნაწილი
ყავის მაგიდა პალეტისაგან

პალეტისაგან ყავის მაგიდის აწყობა ძალიან ადვილია. დაგჭირდებათ პალეტები და გორგოლაჭები. ამგვარი მაგიდები არაჩვეულებრივი სათავსოა წიგნებისა და ჟურნალებისთვის.

2
ნაწილი
ყავის მაგიდა მინის ზედაპირით

შეგიძლიათ, ყავის მაგიდა განსხვავებული დიზაინითაც გააკეთოთ. ეს კიდევ უფრო მარტივი გასაკეთებელია და თანაც მეტად თანამედროვეა. დაგჭირდებათ ხის პალეტები (სურვილისამებრ, შეგიძლიათ, შეღებოთ) დაუმაგროთ გორგოლაჭები და ზემოდან მაგიდის ზომის მინა მოარგოთ.

3
ნაწილი
სამზარეულოს მაგიდა პალეტისაგან

სამზარეულოს მაგიდის გასაკეთებლად სულ ცოტა 3 პალეტი და საღებავები დაგჭირდებათ. თანაბარი ზომის ორ პალეტს თავზე ერთი პალეტი გადაადეთ, დაამაგრეთ, შეღებეთ და გემრიელად ისადილეთ.

4
ნაწილი
კატის საწოლი პალეტისაგან

მარტივად ასაწყობი საწოლი თქვენი შინაური ცხოველისათვის. ააწყვეთ მართკუთხა ფორმის საწოლი და შიგნით ფუმფულა ბალიში ჩააფინეთ.  სულ ეს არის :)

5
ნაწილი
სავარძელი და მაგიდა

ორადგილიან სავარძელზე რას იტყოდით? თანაც წინ პატარა მაგიდითაც რომ დავამშვენოთ? შეგიძლიათ, დადგათ ბაღში ან შინ სასურველ ოთახში.

6
ნაწილი
წიგნის თაროები პალეტებისგან

დაგჭირდებათ ორი პალეტი. შეღებეთ თეთრად და გააფორმეთ თქვენი ფანტაზიით. შედეგად მიიღებთ ორიგინალურ წიგნების თაროს.

7
ნაწილი
საწოლი პალეტებისაგან

დიახ, პალეტებისაგან საწოლის გაკეთებაცაა შესაძლებელი. მოიმარაგეთ პალეტები და გააკეთეთ სასურველი სიმაღლის, ზომისა და ფერის საწოლი.

8
ნაწილი
ფეხსაცმელების თარო

რას იტყოდით ფეხსაცმელების ასეთ ორიგინალურ სათავსოზე? :)

9
ნაწილი
მწვანე კუთხე

ერთი ან რამდენიმე პალეტის გაერთიანებით და შეღებვით მარტივად გააკეთებთ ყვავილებისათვის ლამაზ თაროებს.

10
ნაწილი
პალეტი ფოტოებისათვის

პალეტს კიდე ერთი კარგი ფუნქცია შეგვიძლია გამოვუძებნოთ და ზედ ფოტოების რამდენიმე გრძელი რიგი დავამაგროთ :)

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
კატეგორიები
მსგავსი რჩევები
დაგჭირდებათ: მაკრატელი, სახაზავი, ფანქარი, ლურსმანი, ფერადი ფურცლები, ლენტი.
გთავაზობთ 10 იდეას, თუ როგორ დავუბრუნოთ სიცოცხლე ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ნივთებს.
სარკეო, სარკეო, მითხარი, ვინ გაგიკეთა ყველაზე ორიგინალური ჩარჩო,
ის, რაც უბრალოა, ზოგჯერ საგანძურია.