რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
წითელი ღვინო – მხნეობის ელექსირი
ავტორი: tomato
ახალი ამბავი არ არის, რომ წითელი ღვინო მხნეობის ელექსირია. გაიგეთ ბოლო კვლევების შედეგები, რომლითაც ეს დასტურდება.

არ გაქვთ დრო სპორტული დარბაზის სტუმრობისთვის? სადილის ნაცვლად ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალიეთ! ფენოლი რესვერატროლი, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაშია, ხელს უშლის ძვლებისა და კუნთების ფუნქციონირების დაქვეითებას.

 

ჟურნალი “FASEB” – ამერიკელი საზოგადოება ექსპერიმენტულ ბიოლოგიაში იტყობინება, რომ წითელი ღვინო მისწრებაა კოსმონავტებისათვის. საქმე იმაშია, რომ ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობები იწვევს კუნთის ათროპიას, ძვლების დაზიანებასა და სხვა ფიზიოლოგიურ გართულებებს. მკვლევარები ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრში ღვინის მაღაზიამდე მივიდნენ. თავად კვლევა კი მღრღნელების ორ ჯგუფზე ჩატარდა. მათგან პირველ ჯგუფს გაუკეთეს რესვერატროლი და შედეგმაც არ დააყოვნა – მეორე ჯგუფმა ძვლის გაცილებით მეტი მინერალი დაკარგა და კუნთოვანი მასაც მეტად დაუქვეითდა, ვიდრე პირველ ჯგუფს.

 

ჟურნალი “Forbes” კი გვამცნობს, რომ მრავალი კვლევა ჩატარებულა რესვერატროლის სარგებლიანობის შესახებ, მაგრამ მათგან ცოტას პირდაპირი ობიექტი თუ ყოფილა ადამიანი. გამომცემლობა ასკვნის, რომ ადამიანმა იმავე ეფექტის მისაღებად ერთ ან ორ ჭიქა წითელ ღვინოზე მეტიც კი უნდა დალიოს.

 

წითელი ღვინო, ფაქტია, რომ თქვენს ძვლებსა და კუნთებს იცავს ფუნქცირებადობის დაქვეითებისაგან. დალიეთ ერთი ჭიქა, ორი ჭიქა და სამი.. სტოპ, სტოპ, სტოპ.

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი სტატიები