რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
რესტორანი “პური და ღვინო“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
ავტორი: tomato
რესტორანი “პური და ღვინო“ ოდესღაც მხოლოდ იდეას წარმოადგენდა. კონცეფციის ასეთი სახით ჩამოსაყალიბებლად უამრავი საფეხურის გავლა გახდა საჭირო. ამ ეტაპების წარმატებით დაძლევას თან მოყვა რესტორნის წარმატებაც.

პირველი საფეხური, იდეის ჩამოყალიბება, დამფუძნებლისთვის თითქმის ბუნებრივად, მცდელობების გარეშე მოხდა, რადგან ამ საქმის მიმართ სიყვარული ძირეულად მუდამ არსებობდა. 

 

მეორე საფეხური, პარტნიორის პოვნა იყო - ბევრად კომლექსური ეტაპი, რომელიც რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებას იაზრებდა. პირველ რიგში, ეს გულისხმობდა კარგი პარტნიორის ცნების ჩამოყალიბებას - დამფუძნებლისთვის პარტნიორის განსაკუთრებულ უნარს "growth mindset" წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ ასეთი ასეთი ადამიანისათვის სწავლა და ახალ გარემოსთან ადაპტირება მარტივ საკითხს წარმოადგენს, მისთვის მუდმივი განვითარება უდიდესი პრიორიტეტია. “პური და ღვინოსათვის“ წარმატებული პარტნიორობა სწორი კომუნიკაციის უნარზე და ნდობაზე დგას, რის განსაზღვრის შედეგადაც სწორი პარტნიორის არჩევაც გამარტივდა.

 

მესამე საფეხური მცირე ბიუჯეტით სარესტორნო ბიზნესის წამოწყება იყო - დაწყებისას არსებობდა მხოლოდ 5000$ და “ნარესტორნალი“ ფართი; წარმატების პერსპექტივა ფაქტობრივად არ ჩანდა. უამრავი დემოტივაციის ფაქტორის არსებობის მიუხედავად, ორი ადამიანის ოცნება გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც შეუძლებელის გაკეთება შეძლო. ასეთი თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი.

 

მეოთხე საფეხური “Bread and Wine“ კონცეფციის ჩამოყალიბება იყო - რაც საქართველოს თითოეული კუთხის ღირსეულ წარმოჩენას გულისხმობდა, ნაკლებად ცნობილი თუ პოპულარული კერძებით. მთავარი მიზანი რესტორნის კონცეფციის ჩამოყალიბებისას მფლობელებისთვის გამოკვეთლად განისაზღვრა: შექმნილიყო ისეთი გარემო, სადაც მოხვედრის შემთხვევაშიც სტუმარი ძველ საქართველოში იმოგზაურებდა. სწორედ ამიტომ, რესტორნის მენიუში არსებული უგემრიელესი კერძები ძველი ტექნოლოგიითა და რეცეპტებით შეიქმნა. სასმელების მენიუშიც ანალოგიურად, უცხოური სასმელების ნაცვლად მხოლოდ ნამდვილ, ქართულ, ავთენტურ ღვინოსა და ჭაჭას იპოვით.

ინტერიერიც მსგავსად, ძველი ქართული რეალობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ხესა და ბუნებრივ მასალებზე გაკეთებულიყო აქცენტი, რადგან წარსულში სახლების მოწყობისა და მოპირკეთებისათვის, ძირითად შემთხვევაში, სწორედ ამ მასალებს გამოიყენებდნენ.

 

მეხუთე საფეხური დაბალი ბიუჯეტის გამო პიარ-ტექნოლოგიების გვერდის ავლით წარმატების მიღწევა იყო, რომელიც დამფუძნებლებმა მიმტანის პოზიციის საშუალებით შეძლეს - ცდილობდნენ, რომ სტუმრებისთვის ემოცია მთლიანად გადაეცათ, რამაც მართლაც გაამართლა, რადგან უცხოელმა სტუმრებმა რესტორნის შესახებ წერა ინტერნეტ სივრცეში დაიწყეს.

 

მეექვსე საფეხური ციფრული მარკეტინგის როლის გათავისება გახდა. დამფუძნებლებს არასდროს ჰქონდათ შეხება ციფრულ მარკეტინგთან, თუმცა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი წარმატების გასაზომად აუცილებელი იყო ამ ცოდნის შეძენაც. პირველი ორი პლატფორმა, რომელზეც “პური და ღვინო“ დარეგისტრირდა TripAdvisor და Google My Business გახდა, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა მფლობელები, რომ ამ სფეროს საფუძვლიანი შესწავლა აუცილებელი იყო. დღეს ისინი Google-ს, Facebook-ისა და სხვა საერთაშორისო პლატფორმების სერტიფიცირებულ სპეციალისტებს წარმოადგენენ.

 

მეშვიდე საფეხური თანამშრომლების სწორი შერჩევა და მათთან ურთიერთობის მოდელის ჩამოყალიბება იყო. “პური და ღვინოსთვის“ პრიორიტეტებს პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება წარმოადგენს. რესტორნის კონცეფციიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა თითოეულ თანამშრომელს ძირეულად გაეგო კომპანიის იდეა, რათა შეეთავსებინათ ქართველი ელჩების როლი და სტუმრის წინაშე საქართველო წარმატებით წარმოეჩინათ. აქედან გამომდინარე “პური და ღვინოს“ თითოეული თანამშრომელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, დახვეწილი დისციპლინისა და ზომიერი პატრიოტიზმის მატარებელია. რესტორანში სამუშაო ატმოსფერო ოჯახურია.

 

მერვე საფეხური სტუმართან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება გახდა, რაც რესტორანმა თავისივე კონცეფციიდან გამომდინარე მარტივად მოახერხა - უცხოელი ვიზიტორი “პური და ღვინოში“ მოხვედრის შემდეგ ქართველ მეგობრებს იძენს და დადებითი ემოციებით ივსება.

 

მეცხრე საფეხური ახალი ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება - მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი ვერ განაპირობებს კერძის სიგემრიელეს, აქედან გამომდინარე სამზარეულოს საქმიანობა ოთხ ძირითად პუნქტად იყოფა: პროდუქტის შერჩევა, მისი დამუშავება, სწორი შენახვა და შესაბამისი ტექნოლოგიით მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ “პური და ღვინო“ ძველ ქართულ სამზარეულოს წევს წინა პლანზე, ახალი ტექნოლოგიებისა და ტრენდების გამოყენება რესტორნისთვის ამდენადვე მნიშვნელოვანია.

 

მეათე საფეხური მუდმივი განვითარებაა - რომლის გარეშეც წარმატების მოპოვება წარმოუდგენელია. განვითარება გულისხმობს როგორც პიროვნულ ზრდას, ისე შიდა ცვლილებებს. აისახება. სარესტორნო ბიზნესის წარმატებულობისათვის აუცილებელია რამდენიმე მიმართულებაში ცოდნის ქონა. მრავლისმომცველი ცოდნა აფართოებს ბიზნესის მმართველის ხედვას, ზრდის შესაძლებლობებსა და მოქმედების არეალს. 

 

მეთერთმეტე, დამატებითი საფეხური, “პური და ღვინოსთვის“ პანდემიასთან გამკლავება გახდა - იქედან გამომდინარე, რომ რესტორანი არა მხოლოდ კერძს, არამედ იდეას ყიდის, დამფუძნებლები უარს აცხადებდნენ გამოძახების სერვისებზე. ეს შეხედულება მცდარი აღმოჩნდა, რადგან დღევანდელი სამყარო ტექნოლოგიების უგუვებელყოფას არავის პატიობს. მთავარი გამოწვევა სტუმართან კერძის იდეის დაუკარგავად მიტანა გახდა, რაშიც რესტორანის მფლობელებს კვლავ ციფრული მარკეტინგის ცოდნა დაეხმარათ. რესტორანმა არსებობა კარანტინის პირობებში მიტანის სერვისების დახმარებით განაგრძო. საზღვრების გახსნის შემდეგ კი, უცხოეული სტუმრების დიდი მოთხოვნით რესტორანმა კვლავ გახსნა თავისი კარი და ის დღემდე აგრძელებს წარმატებით ფუნქციონირებას.

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი სტატიები