ამერიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები მიუთითებს, რომ კალაბაშს ჯერ კიდევ 8000 წლის წინად მოიხმარდნენ ამ კონტინენტზე. ასევე აღსანიშნავია, რომ კალაბაშის ამერიკულ აღმოჩენებს ბევრად მეტი საერთო აქვთ ანალოგიურ აზიურ აღმოჩენებთან, ვიდრე აფრიკულთან.
კალაბაში ბუნებაში სხვადასხვა ფორმისა და ზომის გვხვდება. მას ოდითგანვე გამოიყენებენ კულინარიული დანიშნულებით. კალაბაშის კულტურის გამოყენება კულინარიაში ყველა კონტინტენტზე თუ ქვეყანაში განსხვავებულია. მას იყენებენ როგორც უმად, ფრეშ სალათებში, აკეთებენ სუპს ან წვავენ ხორცთან ერთად.
იხილეთ კალაბაშის ფრეშ სალათის რეცეპტი
გემოვნური თვისებების კუთხით, ცოცხლად მომზადებული ან შემწვარი კალაბაშის კერძი მეტად ინარჩუნებს მის არომატს. როცა მჭადის ფქვილში, სანელებელში ან უბრალოდ ფქვილში ამოვლებული იწვება (შესაძლებელია სვანური მარილის და სუნელების გემოვნებით დამატება) თავის არომატს და წვენს ინარჩუნებს, ხოლო სუპის ან აჯაფსანდალის შემთხვევაში თავად კალაბაში გემოს კარგავს და კერძს გადასცემს არომატს.
იხილეთ კალაბაშის სუპის რეცეპტი
ენერგეტიკული ღირებულება | 15 კკალ |
ნახშირწყლები | 3.69 გ |
ცხიმი | 0.02 გ |
ცილა | 0.6 გ |
თიამინი (vit. B1) | 0.029 მგ (3%) |
რიბოფლავინი (vit. B2) | 0.022 მგ (2%) |
ნიაცინი (vit. B3) | 0.39 მგ (3%) |
პანტოტენინის მჟავა | (B5 0,144 მგ (3%)) |
ვიტამინი B6 | 0.038 მგ (3%) |
Folate (vit. B9) | 4 მგ (1%) |
ვიტამინი C | 8.5 მგ (10%) |
კალციუმი | 24 მგ (2%) |
რკინა | 0.25 მგ (2%) |
მაგნიუმი | 11 მგ (3%) |
მანგანუმი | 0.066 მგ (3%) |
ფოსფორი | 13 მგ (2%) |
კალიუმი | 170 მგ (4%) |
ნატრიუმი | 2 მგ (0%) |
თუთია | 0.7 მგ (7%) |
გაითვალისწინეთ! უვარგისი და დიდი ხნის მოკრეფილი კალაბაშის წვენი ტოქსიკურია და მისი მოხმარება შეიძლება ფატალურად დასრულდეს. კალაბაშის წვენის გამოყენება არ არის რეკომენდირებული კუჭის დაავადების მქონე და ხადაზმული ადამიანებისთვის. ვარგისიანობის დასადგენად, კალაბაში მომზადებამდე გასინჯეთ, თუ მძაფრი მწარე გემო ექნება, ასეთ შემთხვევაში ბოსტნეულის საკვებად გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
კალაბაშს კულინარიული გამოყენების გარდა სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა დანიშნულება მოუძებნეს. მისგან ამზადებენ ჭურჭელს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ჩანთებს და სხვა ნივთებს.
საქართველოში კომერციული მიზნებისათვის კალაბაშის მოყვანა და წარმოება დაიწყო 2019 წლიდან, ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის კომპანია ლოლაძეების ფერმამ კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ახლად დაკრეფილი ნედლი პროდუქტით მარაგდება ჰიპერმარკეტები აგროჰაბი და გუდვილი. კილოგრამი კალაბაშის შეძენა ამჟამად 7 ლარად შეიძლება. ბოსტნეული მკაცრად კონტროლირდება ვარგისიანობაზე და შემოწმებულია ლაბორატორიულად.
კალაბაშს სხვადასხვა კულტურაში სხვადასვა დასახელებით იცნობენ. ყველაზე მეტად გავრცელებული დასახელებებია: calabash, bottle gourd, white-flowered gourd, long melon, New Guinea bean, Tasmania bean, burma (აზია), lauki (ინდოეთი), cucuzza (იტალია).