სოკო ბოსტნეულის შიგთავსით
მოამზადეთ სოკო გემრიელი შიგთავსით და გაალამაზეთ თქვენი სუფრა!
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 165 C-ზე. საცხობ ლანგარს მოუსვით 1 ჩ/კ ზეთი.
სოკოს ღეროები წვრილად დაჭერით და გადადგით. სოკოს ქუდები კი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე მოათავსეთ და აცხვეთ 12 წუთით.
ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე საშუალო ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი 1 ჩ/კ ზეთი. დაუმატეთ სოკოს ღეროები, წვრილად დაჭრილი ისპანახი, ხახვი, ნიორი და თუშეთ დაახლოებით 6 წუთით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და თუშეთ კიდევ 2 წუთით. გამორთეთ გაზქურა და შეურიეთ ოხრახუში, მარილი, პილპილი და 2 ს/კ გახეხილი ყველი და პურის ნამცეცები.
გააცხელეთ ღუმელი. ისპანახის ნაზავი თანაბრად გადაანაწილეთ სოკოს ქუდებში. მოაყარეთ თითოეულს დარჩენილი 1 ს/კ ყველი და პურის ნამცეცები. შემდეგ აცხვეთ 2–3 წუთით გადაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით!