სამარხვო ბლინები
სამარხვო ბლინების მომზადება ძალიან მარტივია! მცირე დრო, რამდენიმე ინგრედიენტი და საუზმეც მზად არის!
გამოიყენეთ სასურველი ხილის ჯემი თუ მურაბა და მოუწყვეთ გემრიელი სიურპრიზი ოჯახის წევრებს!
თბილ წყალს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და შეაზილეთ ფქვილი ისე, რომ თხელი არაჟნის სისქის ცომი მიიღოთ. ცხელ ტაფაზე მოზრდილი კოვზით დაასხით ცომი და ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მასზე თანაბრად გაიშალოს. ბლინი შეწვით მხოლოდ ცალი მხრიდან და გადმოიღეთ. ასე ამზადეთ ბლინები მანამ, სანამ ცომი გეყოფათ. თითოეული ბლინის შემწვარ მხარეს სუფრის კოვზით დადეთ ჯემი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და შეწვით ყველა მხრიდან.