რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

პიცა მარგარიტა

პიცა მარგარიტა – სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად მოსამზადებელია. ამ რეცეპტით გამოდის 2 პიცა.
პიცა მარგარიტა – სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად მოსამზადებელია. ამ რეცეპტით გამოდის 2 პიცა.

0:45:00
16 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

კლასიკურ პიცა მარგარიტას იტალიის დედოფლის სახელი ჰქვია. მისი ფერები კი იტალიის დროშის ფერებია : წითელი პომიდორი, თეთრი მოცარელა და მწვანე რეჰანი. 

რეცეპტის ინგრედიენტები
3   ს/კ მშრალი აქტიური საფუარი
1   ჭიქა თბილი წყალი (45C)
4   ს/კ ზეითუნის ზეთი
1   ჩ/კ შაქარი
1   ნაჭერი მარილი
3   ჭიქა ფქვილი
800   გრამი პომიდორი
20   ცალი რეჰანის ფოთოლი
2   ჩ/კ დაჭრილი ორეგანო
8   ჭიქა გახეხილი მოცარელა
12   ჩ/კ წითელი წიწაკის ფანტელები
18   ჩ/კ მარილი
18   ჩ/კ პილპილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

პატარა თასში თბილ წყალში გახსენით საფუარი. დიდ თასში აურიეთ 2 ს/კ ზეთი, შაქარი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჭიქა ფქვილი და დაუმატეთ საფუარიანი წყალი, ზილეთ გლუვი მასის მიღებამდე. შეურიეთ დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

2

ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ. ზილეთ გლუვი და ელასტიკური ცომის მიღებამდე, დაახლოებით 6–8 წუთით. მოათავსეთ ცხიმმოსმულ თასში, დააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით ერთი საათით.

3

ჩაზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი 30 სმ დიამეტრზე და გადაიტანეთ ორ ცხიმმოსმულ მრგვალ ლანგარზე. კიდეები ცოტატი ზემოთ ამოუწიეთ. დააფარეთ სუფთა ჭურჭლის ტილო და დატოვეთ 10 წუთით.

4

ცომს დაჭრილი პომიდორი მოალაგეთ. თავზე მოაყარეთ დაჭრილი რეჰანის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ორეგანო, ყველი, წითელი წიწაკის ფანტელი, 1/8 ჩ/კ მარილი და 1/8 ჩ/კ პილპილი. მოასხურეთ 2 ს/კ ზეთი. აცხვეთ 230 C-ზე 15–20 წუთით, ცომის კარგად გამოცხობამდე. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ბოსტნეულის პიცა - პომიდვრით, მოცარელათი და მწვანილით.
ბოსტნეულის პიცა - პომიდვრით, მოცარელათი და მწვანილით.
ავტორი:
თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, მაშინ ეს პიცაც მოგეწონებათ :)
თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, მაშინ ეს პიცაც მოგეწონებათ :)
ავტორი:
ერთ–ერთი ცნობილი და გამორჩეულად გემრიელი პიცის რეცეპტი. მოამზადეთ თქვენი საყვარელი პიცა შინ :)
ერთ–ერთი ცნობილი და გამორჩეულად გემრიელი პიცის რეცეპტი. მოამზადეთ თქვენი საყვარელი პიცა შინ :)
ავტორი: