ცომი: თბილ რძეში გაალღვეთ საფუარი, გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი და ჩაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ელასტიური ცომი. გადააფარეთ პიცის ცომს სუფთა ტილო და ამოსასვლელად თბილ ადგილას დადგით.
სოუსი: ტომატის სოუსს/კეტჩუპს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, გატარებული ნიორი, დარჩენილი 1 ს/კ მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა და შაქარი, კარგად აურიეთ.
ზემოდან მოსაწყობად: ლორი, სოკო, წითელი ბულგარული წიწაკა და სასალათე ხახვი დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი მოცარელა.
სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ. განიერი ლამბაქით გამოჭერით რგოლები, წაუსვით სოუსი, მოაწყვეთ წინასწარ გამზადებული ინგრედიენტები და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
აცხვეთ პიცები 200°C -ზე 10-12 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!