კუპატი
ქართული ტრადიციული კერძი თქვენი სადღესასწაულო სუფრისათვის.
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხახვი და ნიორი. ფარშთან ერთად თასში გადაიტანეთ და დაუმატეთ კოწახური, ქინძი, უცხო სუნელი და ქონდარი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ნაზავი უფრო რბილი და წვნიანი რომ გამოვიდეს ცოტაოდენი ხორცის ბულიონი შეურიეთ. ნაწლავები კარგად გარეცხეთ. მიღებული ფარშის ნაზავი ნაწლავებში ძაბრის დახმარებით გადაიტანეთ და ბოლოები შეუკარით. შეწვით ტაფაზე. მიირთვით ცხელი.