რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ბრაუნის ნამცხვრები

ეს ნამცხვარი შოკოლადის მოყვარულებს აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. თამამად შეგიძლიათ მეგობრებიც დაპატიჟოთ.
ეს ნამცხვარი შოკოლადის მოყვარულებს აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. თამამად შეგიძლიათ მეგობრებიც დაპატიჟოთ.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1   ჭიქა დარბილებული კარაქი
12   ჭიქა ყავისფერი შაქარი
1 14   ჭიქა შაქარი
1 12   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
3   თავი კვერცხი
1 34   ჭიქა ფქვილი
34   ჩ/კ მარილი
12   ჩ/კ სოდა
1   ჭიქა შოკოლადის ნატეხები
13   ჭიქა კაკაოს ფხვნილი
14   ჭიქა გამაფხვიერებელი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 175 °C-ზე. წაუსვით ცხიმი 22X33 სმ ზომის საცხობ ლანგარს.

2

თქვიფეთ 1/2 ჭიქა დარბილებული კარაქი, ყავისფერი შაქარი, მეოთხედი ჭიქა თეთრი შაქარი და ნახევარი ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი დიდ თასში, კრემის მსგავსი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ერთი კვერცხი და თქვიფეთ, სანამ ჰაეროვანი არ გახდება.

3

აურიეთ ერთი და კიდევ მეოთხედი ჭიქა ფქვილი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და სოდა თასში. მიღებული ფქვილის ნარევი თანდათანობით შეურიეთ კარაქის ნაზავს, სანამ ცომი კარგად არ მოიზილება. შეურიეთ ნახევრადტკბილი შოკოლადის ნატეხები ცომს. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ წინასწარ მომზადებულ საცხობ ლანგარზე.

4

აურიეთ თასში ერთი ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა გამდნარი კარაქი და ერთი ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი. დაუმატეთ ორი კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. შეურიეთ კაკაო კარაქის ნარევში და თქვიფეთ კარგად შერევამდე. შეურიეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარჩენილი მარილი კაკაოს ნარევს, კარგად ათქვიფეთ. მოასხით შოკოლადის ცომი ნამცხვრის ცომს თანაბრად.

5

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20–25 წუთით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. დაჭრამდე მთლიანად გააცივეთ. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მსხლის ნამცხვარი განსაკუთრებით გემრიელია, თუ მას ძალიან მწიფე ხილით მოამზადებთ :)
მსხლის ნამცხვარი განსაკუთრებით გემრიელია, თუ მას ძალიან მწიფე ხილით მოამზადებთ :)
ავტორი:
მოამზადეთ ამ კულინარიული რეცეპტით გემრიელი სტაფილოს ნამცხვარი. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!
მოამზადეთ ამ კულინარიული რეცეპტით გემრიელი სტაფილოს ნამცხვარი. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!
ავტორი:
ეს მარტივად მოსამზადებელი ტკბილეული არც დიდ დროს წაგართმევთ და არც ენერგიას. ისიამოვნეთ :)
ეს მარტივად მოსამზადებელი ტკბილეული არც დიდ დროს წაგართმევთ და არც ენერგიას. ისიამოვნეთ :)
ავტორი:
არ გამოტოვოთ საუკეთესო ტირამისუს რეცეპტი. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ოჯახსა და მეგობრებს!
არ გამოტოვოთ საუკეთესო ტირამისუს რეცეპტი. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ოჯახსა და მეგობრებს!
ავტორი: