ბადრიჯანი მაიონეზითა და მწვანილებით
კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი ბადრიჯნის მოსამზადებლად :)
ტაფაზე 4 ჩ/კ ზეთი დაასხით. ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დაჭერით და ტაფაზე დააწყვეთ. დააფარეთ თავსახური და წვით საშუალო ტემპერატურაზე – ერთ მხარეზე შებრაწვამდე. გადმოაბრუნეთ და წვით მეორე მხარეს დაუფარებლად. შეწვით დარჩენილი ნაჭრებიც.
პიტნა დაჭერით და ნიორთან ერთად როდინში ჩანაყეთ.
მაიონეზი თასში მოათავსეთ. დაჭერით ოხრახუში, რეჰანი, ტარხუნა და დაუმატეთ მაიონეზს. კარგად აურიეთ.
დაუმატეთ დანაყილი პიტნა და ნიორი, ½ ჩ/კ შავი პილპილი და ქინძის სუნელი. კარგად აურიეთ.
შემწვარი ბადრიჯნის რამდენიმე ნაჭერი თეფშზე გადაიტანეთ.
მაიონეზისა და მწვანილების ნაზავი კოვზის დახმარებით ბადრიჯნის ყველა ნაჭერზე გადაანაწილეთ და გადაახვიეთ.
მაიონეზის დარჩენილ ნაზავს დაუმატეთ 100 მლ წყალი და კარგად ამოურიეთ.
გადახვეული ბადრიჯანი მაიონეზის სოუსთან ერთად მიირთვით.