რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

თევზის წვნიანი

გაეცანით თევზის წვნიანის ჩემეულ რეცეპტს, მოამზადეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები :)
გაეცანით თევზის წვნიანის ჩემეულ რეცეპტს, მოამზადეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები :)

1:00:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
300   გრამი თევზის ფილე
2   ცალი კარტოფილი
4   ს/კ ზეითუნის ზეთი
2   ჩ/კ ტომატპასტა
100   გრამი ქამა სოკო ან ხის სოკო
2   ცალი კიტრის მწნილი
1   თავი ხახვი
12   ცალი ლიმონი
12   ქილა ზეთისხილი
4   ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი გემოვნებით
მწვანილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ორ ლიტრ წყალში მოხარშეთ თევზის ფილე. გააკეთეთ ბულიონი და თევზი ამოიღეთ ბულიონიდან.

2

მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ გრძლად ან კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. სანამ კარტოფილი იხარშება, თევზი დაჭერით და შეაზავეთ ზეთით, ტომატ-პასტით და დაჭრილი კიტრის მწნილით.

3

ხახვი წვრილად დაჭერით და თუშეთ სანამ ოქროსფრად არ შეიფერება.

4

კარტოფილი თითქმის მზად რომ იქნება სუპს ჩაუმატეთ მოთუშული ხახვი, ტომატ- პასტაში ამოვლებული თევზი კიტრის მწნილით, დაჭრილი სოკო და ზეთისხილი. ხარშეთ კარტოფილის მზადყოფნამდე.

5

ცეცხლიდან გადმოდგმამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი, გასინჯეთ და გემოვნებით დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ლიმონი. ასევე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

არ არის სავალდებულო ფილეს გამოყენება, მშვენიერი სუპი გამოდის თევზის კუდისგან, ასევე კალმახის და ორაგულის თავისგან.

 

ვიყენებ მხოლოდ მოსახარშ სოკოს. დამარინადებული სოკოთიც ვცადე, მაგრამ ჩემთვის ძალიან მჟავეა. ლიმონი უნდა დაემატოს ფრთხილად, ისე, რომ წვნიანი არ დაგიმჟავდეთ.

 

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
არაფერია მოხარშულ ორაგულზე მარტივი, ჯანსაღი და გემრიელი ! იხილეთ ორაგულის მომზადების სწრაფი მეთოდი.
არაფერია მოხარშულ ორაგულზე მარტივი, ჯანსაღი და გემრიელი ! იხილეთ ორაგულის მომზადების სწრაფი მეთოდი.
ავტორი:
მოხარშული ხეკის ეს რეცეპტი მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი გამოდის.
მოხარშული ხეკის ეს რეცეპტი მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი გამოდის.
ავტორი: