რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ხორციანი ბლინები

გამოაცხვეთ ხორციანი ბლინები თავად, ამ რეცეპტით გემრიელი გამოგივათ.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
500  გრამი მსუქანი რბილი ხორცი
1  თავი ხახვი
1  ჩ/ჭ ფქვილი
1  ცალი კვერცხი
1  ჩ/ჭ რძე
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით მარილი
ზეთი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ხორცი ჩადეთ ცივ წყალში და მოხარშეთ. ხახვი დაჭერით წვრილად.

2

წყალში ან რძეში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. თუ კარგად ვერ გალესავთ, გაატარეთ საცერში. ცომი თხელი არაჟნის სისქე უნდა გამოვიდეს.

3

მოხარშული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოშუშეთ ცხიმიან ტაფაზე; დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ ერთად. როცა ცოტათი დაიბრაწება, გადმოდგით ცეცხლიდან, შეაზავეთ პილპილითა და მარილით.

4

გააცხელეთ ტაფა (სასურველია თუჯის), მოაყარეთ მარილი და კარგად გაახურეთ. შემდეგ მოაცილეთ მარილი ტაფას, გაწმინდეთ ჩვრით და დაასხით ერთი მოზრდილი კოვზი ცომი. ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მთელ სივრცეზე სწრაფად გაიშალოს. როდესაც ერთი მხარე დაიბრაწება, გადმოიღეთ და იგივენაირად მოამზადეთ დანარჩენი ბლინებიც.

5

თითოეული ბლინის დაბრაწულ გვერდზე სუფრის კოვზით დადეთ გულსართი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და ცხიმიან ტაფაზე დაბრაწეთ ორივე მხრიდან.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
გუფთის ეს რეცეპტი მართლაც რომ საუკეთესოა. თავად სცადეთ და დარწმუნდით :)

ავტორი:
თუ საქონლის ხორცის მოყვარული ხართ, შრომა ნამდვილად ღირს იმ შედეგად, რაც წინ გელით!

იხილეთ მარიეტას რეცეპტი ხორცის კატლეტის მოსამზადებლად.

ჩვენს ოჯახში ამ კერძს დიდებიც და პატარებიც ,,კოკოშკას” ეძახიან, თუმცა შეგვიძლია შემწვარი გუფთებიც ვუწოდოთ :)

საბაზისო ინგრედიენტები, სწრაფი მომზადების წესი და დიდებული გემო – ეს კერძი ნამდვილად კლასიკაა!

ბულგოგი ერთ-ერთი პოპულარული კორეული კერძია, რომელიც უმეტესად საქონლის ხორცისგან გრილზე მზადდება.

კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
საბაზისო ინგრედიენტები, სწრაფი მომზადების წესი და დიდებული გემო – ეს კერძი ნამდვილად კლასიკაა!
საბაზისო ინგრედიენტები, სწრაფი მომზადების წესი და დიდებული გემო – ეს კერძი ნამდვილად კლასიკაა!
ავტორი:
ბულგოგი ერთ-ერთი პოპულარული კორეული კერძია, რომელიც უმეტესად საქონლის ხორცისგან გრილზე მზადდება.
ბულგოგი ერთ-ერთი პოპულარული კორეული კერძია, რომელიც უმეტესად საქონლის ხორცისგან გრილზე მზადდება.
ავტორი:
იხილეთ მარიეტას რეცეპტი ხორცის კატლეტის მოსამზადებლად.
იხილეთ მარიეტას რეცეპტი ხორცის კატლეტის მოსამზადებლად.
ავტორი:
ბრინჯისა და საქონლის ხორცის კომბინაცია გემრიელი სადილისათვის :)