რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

შჩი | რუსული კომბოსტოს წვნიანი

შჩი ყველასათვის კარგად ნაცნობი ბორშის წინაპარია. თუმცა შჩის ინგრედიენტები გაცილებით მრავალფეროვანია.
შჩი ყველასათვის კარგად ნაცნობი ბორშის წინაპარია. თუმცა  შჩის ინგრედიენტები გაცილებით მრავალფეროვანია.
0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
8  ჭიქა საქონლის ბულიონი
700  გრამი მწვანე კომბოსტო
4  კბილი ნიორი
3  ცალი საშუალო კარტოფილი
2  ცალი საშუალო ხახვი
2  ცალი საშუალო პომიდორი
2  ცალი პატარა ბოლოკი
1  ცალი პრასი (ქვედა ნაწილი)
1  ცალი დიდი სტაფილო
3  ცალი დაფნის ფოთოლი
2  ს/კ კარაქი
1  ჩ/კ შავი პილპილის მარცვლები
1  ჩ/კ კვლიავი
2  ს/კ არაჟანი
1  ჩ/კ კამა (1 ულუფაზე)
1  ჩ/კ ოხრახუში (1 ულუფაზე)
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წვრილად დაჭერით (ან გახეხეთ) კომბოსტო, პომიდორი (გარეცხილი) და ბოლოკი (გათლილი). გათალეთ და გახეხეთ სტაფილო.

2

გაფრცქვენით და დაჭერით ნიორი და ხახვი.

3

გარეცხეთ პრასი და დაჭერით რგოლებად.

4

კარტოფილი გათალეთ და ლუკმებად დაჭერით.

5

გაალღვეთ კარაქი მოზრდილ ქვაბში.

6

ჩაყარეთ ნიორი, ხახვი, ბოლოკი, პრასი და სტაფილო. თუშეთ მაღალ ტემპერატურაზე 5–10 წუთით, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

7

დაამატეთ ბულიონი (ან დასაშვებია წყალიც ვეგეტარიანელებისთვის) და მიიყვანეთ დუღილამდე.

8

ჩააყარეთ კომბოსტო, კარტოფილი, პომიდორი, დაფნა, პილპილი და კვლიავი.

9

შეამცირეთ ტემპერატურა მინიმუმამდე და დააფარეთ თავსახური. ადუღეთ დაახლოებით 1 საათი ან მანამ, სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება. დროდადრო მოურიეთ.

10

ამოიღეთ დაფნის ფოთლები. შემდეგ დაჭერით კამა და/ან ოხრახუში.

11

გადმოასხით წვნიანი ჯამებში.

12

სურვილისამებრ ზემოდან დაამატეთ არაჟანი და მოაყარეთ კამა და/ან ოხრახუში.

შეგიძლიათ, მიირთვათ მაშინვე, თუმცა ასევე გემრიელია, თუ გააგრილებთ და მაცივარში 1–2 დღით გააჩერებთ. მიირთმევენ ცივადაც. ასევე მიირთმევენ კარაქთან და ჭვავის პურთან ერთად.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო და მოამზადეთ „კორჟიკი“ შინ მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით :)
გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო და მოამზადეთ „კორჟიკი“ შინ მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით :)
ავტორი:
საზაფხულო ცივი წვნიანი – მარტივი, იაფი და ჯანსაღი კერძი.
საზაფხულო ცივი წვნიანი – მარტივი, იაფი და ჯანსაღი კერძი.
ავტორი:
ამ რეცეპტის დახმარებით სახლშიც შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი ტრადიციული ესპანური კერძი პაელია.
ამ რეცეპტის დახმარებით სახლშიც შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი ტრადიციული ესპანური კერძი პაელია.
ავტორი:
რბილი და ჰაეროვანი ესპანური ფლანის მარტივი რეცეპტი.
რბილი და ჰაეროვანი ესპანური ფლანის მარტივი რეცეპტი.
ავტორი:
მარტივი და მრავალფეროვანი ესპანური ომლეტი კარტოფილითა და ჩორიზოთი მთელი ოჯახისათვის.
მარტივი და მრავალფეროვანი ესპანური ომლეტი კარტოფილითა და ჩორიზოთი მთელი ოჯახისათვის.
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
საზაფხულო ცივი წვნიანი – მარტივი, იაფი და ჯანსაღი კერძი.
საზაფხულო ცივი წვნიანი – მარტივი, იაფი და ჯანსაღი კერძი.
ავტორი:
შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით – მარტივი და გემრიელია :)
შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით – მარტივი და გემრიელია :)
ავტორი:
გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო და მოამზადეთ „კორჟიკი“ შინ მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით :)
გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო და მოამზადეთ „კორჟიკი“ შინ მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით :)
ავტორი:
საოცრად რბილი, ტკბილი და გემრიელი პონჩიკები რუსული სამზარეულოდან.
საოცრად რბილი, ტკბილი და გემრიელი პონჩიკები რუსული სამზარეულოდან.
ავტორი: