რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

შემწვარი იხვი თაფლით

იხილეთ ძალიან გემრიელი შემწვარი იხვის რეცეპტი. მარინადი მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.
იხილეთ ძალიან გემრიელი შემწვარი იხვის რეცეპტი. მარინადი მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.
0:00:00
2 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
2  ცალი იხვის ფილე
20  მლ/ლ თაფლი
20  მლ/ლ ღვინის ძმარი
20  მლ/ლ სოიოს სოუსი
1  ჩ/კ გახეხილი კოჭა
1  კბილი დაკეპილი ნიორი
1/4  ჩ/კ დარიჩინი
ახლად დაფქული შავი პილპილი
8  ცალი მწვანე ხახვი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

იხვის ფილეს კანი დანით დიაგონალზე კუბიკებად დასერეთ (იხ.სურათი).

2

პატარა თასში აურიეთ თაფლი, ძმარი, სოიოს სოუსი, კოჭა, ნიორი, დარიჩინი და პილპილი.

3

ფილეები მიღებულ მარინადში ჩადეთ, დააფარეთ და ერთი საათით ან მთელი ღამით დატოვეთ.

4

გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.

5

იხვი ღუმელის ლანგრის ცხაურზე მოათავსეთ (ცხაური ლანგარზე ზემოდან უნდა იყოს მოთავსებული), მარინადი კი გადაინახეთ.

6

წვით 20–30 წუთით. დრო დამოკიდებულია ფილეს ზომაზე.

7

მარინადი და წვის შედეგად მიღებული 40 მლ წვენი პატრა ქვაბში მოათავსეთ.

8

დაუმატეთ მწვანე ხახვი და ადუღეთ 2 წუთით.

9

მიირთვით ბრინჯთან და მიღებულ სოუსთან ერთად. ზემოდან მოაყარეთ მწვანე ხახვი. გემრიელად მიირთვით!

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
მარტივი და გემრიელი რეცეპტი ბატის მოსამზადებლად, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელი ვახშამი გახდება!
მარტივი და გემრიელი რეცეპტი ბატის მოსამზადებლად, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელი ვახშამი გახდება!
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
მარტივი და გემრიელი რეცეპტი ბატის მოსამზადებლად, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელი ვახშამი გახდება!
მარტივი და გემრიელი რეცეპტი ბატის მოსამზადებლად, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელი ვახშამი გახდება!
ავტორი: